ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
ევროკავშირმა ჩინეთის საკუთრებაში არსებულ ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია Temu უკანონო პროდუქტების გაყიდვის გამო 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა.
BBC-ის ინფორმაციით, აკრძალულ ნივთებს შორის ბავშვთა ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები და დაზიანებული დამტენები მოხვდა.
ევროკავშირის გამოძიების მიხედვით, Temu-ს მეშვეობით შეძენილი ელექტროდამტენების უმეტესობა ელექტროუსაფრთხოების ძირითად ნორმებს ვერ აკმაყოფილებს. გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ საბავშვო სათამაშოების უმეტესობა უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენდა, შეიცავდა დიდი რაოდენობით ქიმიკატებს ან ჰქონდა მცირე ზომის მოსახსნელი ნაწილები, რომლებიც მცირეწლოვანთა დახრჩობის საფრთხეს ქმნიდა.
კომპანიის დაჯარიმებასთან დაკავშირებით, ევროკომისიამ განაცხადა, რომ Temu-მ „ვერ შეძლო პროდუქტების სისტემური რისკების გულმოდგინედ იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება“ და იმ ზიანის აღქმა, რაც მათ შეიძლება, მომხმარებლებს მიაყენონ.
დაჯარიმებასთან დაკავშირებით კომპანიაში განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას და ჯარიმას არაპროპორციულად მიიჩნევენ.
BBC წერს, რომ Temu-ს წინააღმდეგ გამოძიება 2024 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, ასრულებდა თუ არა ის ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს.
1780167622
საზოგადოებასოსიაშვილი: გიორგი კანდელაკი ყორღანაშვილის სულიერი შთამომავალია - გამოდის თავისი დაზუთხული ინგლისურით, რაღაცებს ბოდავს და ხალხი შეცდომაში შეჰყავს, თავისი სამშობლოს მომავალს ძირს უთხრის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გიორგი კანდელაკის ფეისბუკ პოსტი„დღის ქრონიკასთან“ შეაფასა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯ...
1780164701
მსოფლიოRepubblica: იტალია რუმინეთში სასწავლო მისიის ფარგლებში 100 ჯარისკაცსა და გამანადგურებელს გაგზავნის
იტალია რუმინეთში დაახლოებით 100 ჯარისკაცს და რამდენიმე გამანადგურებელს აგზავნის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებთან საბრძოლველად რუმინელი ჯარისკაცების გაწვრთნის მისიის ფარგლებში. ინფორმაციას გამოცე...
1780159776
მსოფლიოირანის უმაღლესი ლიდერის სამხედრო მრჩეველი: ტრამპი დიპლომატიას კვლავ ღალატობს
ირანის უმაღლესი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა მოჰსენ რეზაიმ, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიპლომატიას ღალატობს“, რადგან ირანთან დაკავშირებული საზღვაო გადაზიდვების მიმარ...
1780157054
საზოგადოებაზურაბ აბაშიძე: როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს
როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე...
1780155377
საზოგადოებამარტვილის მუნიციპალიტეტში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
მარტვილში, სოფელ გაჭედილთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. სხვა დ...


























