ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: რუსეთის მიერ ევროკავშირის ტერიტორიაზე მომხდარი ესკალაცია არის უგუნური და უპასუხისმგებლო. მკაცრად ვგმობ რუმინეთის ეროვნული საჰაერო სივრცისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა რუსული დრონის მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ევროკავშირის ტერიტორიაზე მომხდარი ესკალაცია არის უგუნური და უპასუხისმგებლო.
კოშტას განცხადებით, ის მკაცრად გმობს რუმინეთის ეროვნული საჰაერო სივრცისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას.
„რუმინეთს სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებ ქალაქ გალაცის სახლზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატის დაცემის გამო, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდა. რუსეთის მიერ ევროკავშირის ტერიტორიაზე მომხდარი ესკალაცია არის უგუნური და უპასუხისმგებლო. მკაცრად ვგმობ რუმინეთის ეროვნული საჰაერო სივრცისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას. ევროკავშირი სანქციებისა და ჩვენი აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მეშვეობით რუსეთზე ზეწოლაში ერთიანია“, - დაწერა კოშტამ.
ცნობისთვის, გვიან ღამით რუსული დრონი რუმინეთის ქალაქ გალაცში 10-სართულიან საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1780167622
საზოგადოებასოსიაშვილი: გიორგი კანდელაკი ყორღანაშვილის სულიერი შთამომავალია - გამოდის თავისი დაზუთხული ინგლისურით, რაღაცებს ბოდავს და ხალხი შეცდომაში შეჰყავს, თავისი სამშობლოს მომავალს ძირს უთხრის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გიორგი კანდელაკის ფეისბუკ პოსტი„დღის ქრონიკასთან“ შეაფასა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯ...
1780164701
მსოფლიოRepubblica: იტალია რუმინეთში სასწავლო მისიის ფარგლებში 100 ჯარისკაცსა და გამანადგურებელს გაგზავნის
იტალია რუმინეთში დაახლოებით 100 ჯარისკაცს და რამდენიმე გამანადგურებელს აგზავნის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებთან საბრძოლველად რუმინელი ჯარისკაცების გაწვრთნის მისიის ფარგლებში. ინფორმაციას გამოცე...
1780159776
მსოფლიოირანის უმაღლესი ლიდერის სამხედრო მრჩეველი: ტრამპი დიპლომატიას კვლავ ღალატობს
ირანის უმაღლესი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა მოჰსენ რეზაიმ, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიპლომატიას ღალატობს“, რადგან ირანთან დაკავშირებული საზღვაო გადაზიდვების მიმარ...
1780157054
საზოგადოებაზურაბ აბაშიძე: როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს
როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე...
1780155377
საზოგადოებამარტვილის მუნიციპალიტეტში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
მარტვილში, სოფელ გაჭედილთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. სხვა დ...


























