ლიზ ტრასი: ბრიტანეთში მდგომარეობა უფრო უარესია, რადგან გვაქვს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული BBC, რომელიც გაჟღენთილია „ვოუქ“ იდეოლოგიით და ანტიამერიკული განწყობებით
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა საკუთარ პოდკასტში ჟურნალისტ უილ კინგსტონთან ერთად ისაუბრა მედიის მიკერძოებასა და „ვოუქ“ იდეოლოგიის გავლენაზე დასავლურ მედიაში, განსაკუთრებით კი ბრიტანეთში.
როგორც კინგსტონი აღწერს, დღეს ბევრი ჟურნალისტი პროფესიაში აღარ მიდის სიმართლის საძიებლად, არამედ მიდის, როგორც აქტივისტი პოლიტიკური მიზნებით. ამის მიზეზად მან დაბალი ანაზღაურება, „აქტივისტური“ თემების მზარდი პოპულარობა და მილიარდერების მიერ მედიის ფლობა დაასახელა.
სწორედ ამ კონტექსტში ტრასმა BBC-ის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთში მედიის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა.
მისი თქმით, მედია აღარ ასრულებს ნეიტრალური ინფორმაციის გამავრცელებლის როლს, არამედ იქცა იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რომელსაც ხელს უწყობენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ისე მედიის რეგულატორები.
„ბრიტანეთში კიდევ უფრო მძიმეა ვითარება, რადგან არსებობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული BBC, რომელიც ფაქტობრივად სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის ერთ-ერთ განშტოებად იქცა, სადაც ფეხი მოიკიდა ე.წ. ვოუქ-კულტურამ, ტრანსგენდერულმა იდეოლოგიამ, ისრაელის, ამერიკის და ტრამპის საწინააღმდეგო განწყობებმა. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ტრამპი მათ სასამართლოშიც კი უჩივის მასშტაბური მიკერძოებულობის გამო“, - აღნიშნა ტრასმა.
1770230437
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...
1770228410
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...
1770227247
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....
1770226159
ახალი ამბებიევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა
დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...
1770224443
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!
სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...































