19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა

 მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გენერაციის ობიექტების გამორთვის შედეგად 11:15 საათზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მომხმარებლის დაახლოებით 90% შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

 

„ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვის შედეგად, ელექტროსისტემაში მოხდა ელექტრული პარამეტრების დარღვევა, გამოირთო ენგურჰესი და სხვა, დიდი და მცირე ელექტროსადგურები. გენერაციის ობიექტების გამორთვის შედეგად, 11:15 საათზე, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, მომხმარებლის დაახლოებით 90% შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება, უმოკლეს დროში, 35 წუთში მოხერხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის გამანაწილებელ კომპანიებზე ელექტროენერგიის სრულად მიწოდება“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745144824

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-...

მთავრობა

1745144612

საზოგადოება

კახა კალაძე: ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდეს ჩვენს გულებს სიხარულით და ბედნიერებით!

 თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. შესაბამის პოსტს კალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდ...

კახი კალაძე

1745143727

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი რუსეთს ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდებს: ახლა არის მომენტი, როდესაც პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი

 დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს მოუწოდა უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ და „არა ერთდღიანი პაუზის აღებისკენ“.  ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ციტირებს Reuter...

ინგლისი

1745141357

საზოგადოება

ლევან მგალობლიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ

 გულითადად ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას, - ამის შესახებ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირ...

ლევან მგალობლიშვილი

1745136802

საზოგადოება

თბილისში მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ

მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 20-21 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახ...

აა