ალექსანდრე დარახველიძე: ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ, არის მტკნარი სიცრუე და სპეკულაცია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე სპეკულაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ცვლილებების მიზანს განმარტავს და აღნიშნავს, რომ მათ მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრება და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება.
„ცვლილებების არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაწესდა კონკრეტული ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს იმ შემთხვევაში თუ გააჩნიათ გალფის ყურის ქვეყნების ვიზა ან ბინადრობა ამ დოკუმენტზე უნდა იყოს მოქმედების ვადა 1 წელი ან მეტი, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიეცემათ მათ საქართველოში შემოსვლის უფლება და დარჩენის შესაძლებლობა. ცვლილებების განხორციელებამდე არ იყო განსაზღვრული კონკრეტული ვადა, პირიქით შესაძლებელი იყო, რომ მაგალითად 1-კვირიანი ვიზით ან ბინადრობის მოწმობით შემოსულიყო მაგალითად ავღანეთის მოქალაქე და საქართველოში დარჩენილიყო.
ცვლილებების მიზანს წარმოადგენს, რომ გამკაცრდეს მიდგომა კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებაში, ვინაიდან ფიქსირდებოდა შემთხვევები მათი მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის და ქვეყანაში არალეგალურად დარჩენის, ამიტომ გვსურს საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ცვლილებების მიზანს წარმოადგენს, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრება და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება,“ - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
1745561188
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმი...
1745558885
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი საკმაოდ დიდ დათმობაზე წავიდა, როდესაც უკრაინა მთლიანად არ აიღო
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი საკმაოდ დიდ დათმობაზე წავიდა, როდესაც უკრაინა მთლიანად არ აიღო. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გაჰრ სტიორ...
1745557307
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციის არ დაუშვებს
ფაქტობრივად იყო საუბარი რევოლუციურ სცენარზე, მათ შორის შეიარაღებულ ადამიანებზე - ის რაც ჩვენ ფაქტობრივად ვნახეთ კიდევაც დეკემბრის აქციების დროს, - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო...
1745527323
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ოპოზიციას ვინ ეკითხება თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას - რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემგადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არ...
1745527075
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე ოპოზიციის აქციებზე: მე უკვე ვიცი და სასკანდალოც ამაში არაფერია, რომ მათი დამფინანსებლები, პატრონები ხარჯვის დოკუმენტებს ითხოვენ, ზოგმა შეიძლება პატიოსნად დახარჯა და ზოგმა გაფლანგა
„მე უკვე ვიცი და სასკანდალოც ამაში არაფერია, რომ მათი დამფინანსებლები, პატრონები ხარჯვის დოკუმენტებს ითხოვენ. ზოგმა შეიძლება პატიოსნად დახარჯა და ზოგმა გაფლანგა“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“...