არჩილ არველაძე ინგა გრიგოლიას: თქვენც კი ძალიან ბედნიერები ხართ და ლამაზად აშუქებთ ამ მოვლენას

ვეტერანი ფეხბურთელი აჩი არველაძე ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს. არველაძე აღნიშნავს, რომ უხარია, როცა მთელი საქართველო ერთნაირად აღნიშნავს და ზეიმობს ამ მოვლენას.

 

აქვე, არველაძე გადაცემის წამყვანის, ინგა გრიგოლიას მისამართით აცხადებს, რომ მათაც კი უხარიათ და ბედნიერები არიან, რაზეც ინგა გრიგოლიამ ღიმილით უპასუხა, რომ სიტყვები - „თქვენც კი“ ვითომ არ მოუსმენია და ამჯერად გაატარებს და არ იდისკუსიებს მასთან.

„გუშინდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ჩვენი ქვეყნისთვის და ქართველებისთვის ფეხბურთი არის უმნიშვნელოვანესი რამ. ეს არ არის მხოლოდ სპორტის სახეობა, ეს არის ჩვენი იდენტობა, რელიგიურ დონეზეც კი შეიძლება ავიყვანოთ და მიხარია, რომ ასე ერთ სიხარულს მთელი საქართველო განიცდის და ყველას ერთნაირად უხარია. აი, თქვენც კი ძალიან ბედნიერები ხართ და ძალიან ლამაზად და „ხოშიანად“ აშუქებთ ამ მოვლენას“, - განაცხადა აჩი არველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719937868

სპორტი

„მის შესანარჩუნებლად კლუბი მზადაა კონტრაქტი 2029 წლამდე გაუხანგრძლივოს და სეზონში 5 მილიონი ევრო გადაუხადოს“ - Corriere Dello Sport დე ლაურენტისსა და კვარაცხელიას შეხვედრაზე

იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport ხვიჩა კვარაცხელიას და კონტრაქტის საკითხზე წერს. ცნობილი გაზეთის ცნობით, ბონუსების ჩათვლით, კვარას 7 მილიონი ევრო შესთავაზეს. „კვარას შეუძლია „ნაპოლის“ ყველაზე მა...

ხვიჩა კვარაცხელია

1719936514

ახალი ამბები

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუსი

რუსმა ოკუპანტებმა, სოფელ ბალთასთან, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირე...

მავთულხლართები

1719934709

სპორტი

„ჩემთვის ეს იყო დაუვიწყარი ემოციები, შოკშია მთელი ქვეყანა იმიტომ, რომ ალბათ შეუძლებელი შევძელით“ - გიორგი გველესიანი

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა „ქრონიკასთან“ საკუთარ ემოციებზე ისაუბრა. ფეხბურთელი ამბობს, რომ შედეგი დაუღალავმა შრომამ, რწმენამ და თავდაჯერებამ მოიტანა. გიორგი გველესიანმა განსაკუთრ...

გიორგი გველესიანი

1719929583

ახალი ამბები

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებს

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა...

ზოგადი

1719926417

ახალი ამბები

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში მრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამამტყუნებელი განაჩენი თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა გამოაცხადა. სასამართლო პროცესს აი...

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა