არჩილ ბერიძე: თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა, რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი?

„თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა - რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი?“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ციტირება მოახდინა.

ბერიძე აღნიშნავს, რომ საინტერესოა, სად არიან დღეს ის ადამიანები, ვინც გუშინ კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოს მიერ სუვერენული უფლების ფარგლებში კანონების მიღება მიუღებელი იყო? მისივე თქმით, საკვირველია, რატომ აღარ ისმის იგივე შეფასებები მაშინ, როდესაც თავად ევროპული სახელმწიფოები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მათი საკანონმდებლო პროცესი მათი სუვერენული უფლებაა?

„რამდენიმე დღის წინ ემანუელ მაკრონმა განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით: „არავის საქმე არ არის, როგორი უნდა იყოს ფრანგული და ევროპული კანონი“. სწორედ ამ განცხადების შემდეგ სრულიად ბუნებრივი კითხვები ჩნდება. თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა - რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი? ჩვენ კარგად გვახსოვს რა რეაქციები მოჰყვა საქართველოში მიღებულ „გამჭვირვალობის კანონს“, გვახსოვს მწვავე შეფასებები, პოლიტიკური წნეხი, არასამთავრობო სექტორის ნაწილის კამპანიები, ქვეყნის გარედან მართული უპრეცედენტო პროცესი და საზოგადოების დარწმუნების მცდელობა, თითქოს საქართველო დემოკრატიულ გზას სცდებოდა და ევროპულ მომავალზე უარს ამბობდა. საზოგადოებას პირდაპირ ეუბნებოდნენ - თუ საქართველო საკუთარ გადაწყვეტილებებს თავად მიიღებდა, ამას ექნებოდა მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები. საინტერესოა, სად არიან დღეს ის ადამიანები, ვინც გუშინ კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოს მიერ სუვერენული უფლების ფარგლებში კანონების მიღება მიუღებელი იყო? რატომ აღარ ისმის იგივე შეფასებები მაშინ, როდესაც თავად ევროპული სახელმწიფოები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მათი საკანონმდებლო პროცესი მათი სუვერენული უფლებაა? და კიდევ ერთი კითხვა: რატომ არ უჩნდებათ კითხვები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც მუდმივად საუბრობენ დემოკრატიაზე, სამართლიანობასა და ეროვნულ ინტერესებზე, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ თავად ევროპის წამყვანი სახელმწიფოების წარმომადგენლები - მათ შორის ბრიტანეთისა და საფრანგეთის პოლიტიკური და დიპლომატიური წრეები - არ გამორიცხავენ კომუნიკაციას, მოლაპარაკებებსა და კონტაქტებს რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, მათ შორის რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებთან? რატომ არ ისმის ასეთ დროს კატეგორიული შეფასებები? რატომ არ არის შეშფოთება და აღშფოთება? რატომ ვერ ვხედავთ მღელვარე კამპანიებს? სწორედ ასეთ დროს ჩნდება ბუნებრივი კითხვა - საქმე ნამდვილად პრინციპებს ეხება თუ პრინციპების შერჩევით გამოყენებას. თუ ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ პოლიტიკურ შეფასებას იღებს - მაშინ უკვე ჩნდება კითხვა: საქმე რეალურ პრინციპებს ეხება თუ პოლიტიკურ მიზანშეწონილობას?“, - აღნიშნა ბერიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782209907

ახალი ამბები

საგარეჯოში 19 წლის სტუდენტი გაზის აფეთქების შედეგად დაიღუპა

საგარეჯოში, საცხოვრებელ სახლში, გაზის აფეთქების შედეგად ახალგაზრდა გოგო დაიღუპა. ცნობილია მისი ვინაობაც. დაღუპულია 19 წლის სტუდენტი ლამია ალახვერდიევა.  გავრცელებული ინფორმაციით, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­...

პოლიცია პოლიცია

1782208354

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველომ წლების განმავლობაში საჯარო სერვისების მიწოდების კუთხით ნამდვილად შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე კომენტარი გააკეთა. მინისტრის განცხადებით, ღონისძიება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას...

მაკა ბოჭორიშვილი

1782206890

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე: როდესაც საერთაშორისო დოკუმენტში მოგვიწოდებენ, ხელისუფლებამ გამოიხმოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან, ეს არის მართლმსაჯულების უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის ნგრევა

„მსურს პირდაპირ და ყოველგვარი დიპლომატიური პირფერობის გარეშე ვუპასუხო იმ მორიგ პოლიტიკურ აბსურდს, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამზადებენ. ანგარი...

შალამბერიძე

1782206444

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენ არავის მივეცით უფლება, საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა

მინდა გამოვეხმაურო კირ სტარმერის გადადგომის საკითხს, რომელიც კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ აკონტროლებენ არაფორმალური ოლიგარქიული ძალები, იგივე „გლობალური ომის პარტია“, იგივე პირობითად „დიფ სთეითი", რ...

ლევან მაჭავარიანი

1782205521

ახალი ამბები

საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე: ამ საერთო ტკივილმა თითქოს ჩვენი გულები გააერთიანა და დიდ მწუხარებასთან ერთად სიმტკიცისა და ერთობის ძალა განგვაცდევინა

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპული 8 წლის ხიზირ დერბიჩევის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.   „ქართველ და ინგუშ ხალხებს გამორჩეული და მტკიცე მეგობრობა, მრავალჭირგად...

საპატრიარქო ინგუშეთში