საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე: ამ საერთო ტკივილმა თითქოს ჩვენი გულები გააერთიანა და დიდ მწუხარებასთან ერთად სიმტკიცისა და ერთობის ძალა განგვაცდევინა
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპული 8 წლის ხიზირ დერბიჩევის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ქართველ და ინგუშ ხალხებს გამორჩეული და მტკიცე მეგობრობა, მრავალჭირგადატანილი და წარუშლელი ისტორია გვაკავშირებს.
ბოლო დღეებში შეშფოთებით ვადევნებდით თვალს მოვლენებს. ყველა განსაკუთრებით შეგვძრა ინგუშეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ.
პატარა ინგუშმა ბიჭმა ხიზირ დერბიჩევმა მეგობრის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაიღო.
მართლაც, საოცარია ამ პატარა ბავშვის სიმამაცე და მეგობრისადმი თავდადება. ის ბევრი ზრდასრულისთვის თავგანწირვისა და ადამიანობის ნიმუშად იქცა. ამ საერთო ტკივილმა თითქოს ჩვენი გულები გააერთიანა და დიდ მწუხარებასთან ერთად სიმტკიცისა და ერთობის ძალა განგვაცდევინა. მოყვასისათვის ზვარაკად გაღებულმა სიცოცხლემ კიდევ ერთხელ გვასწავლა, თუ რა არის ნამდვილი გმირობა და ვაჟკაცობა.
ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა დიდი ტკივილით მიიღო, მრავალი ადამიანი გულწრფელი თანაგრძნობითა და ცრემლით გამოეხმაურა მომხდარს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ხალხებს შორის არსებულ ძმურ ერთობასა და სიყვარულს.
გულითად სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი ხიზირის მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. ნუგეში და მხნეობა მიმადლოს მათ უფალმა.
თანავუგრძნობთ მთელ ინგუშ ხალხს, ძლიერ და მედგარ ერს, რომელმაც, თავის მხრივ, ამ მძიმე დღეებში კიდევ ერთხელ გამოავლინა საოცარი ერთსულოვნება და სიმტკიცე“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, ინგუშეთში 8 წლის ხიზირ დერბიჩევი მდინარე სუნჯაში მეგობრის გადასარჩენად გადახტა და დინებამ წაიღო. მისი ცხედარი 8-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს იპოვეს.
1782209555
ახალი ამბებიარჩილ ბერიძე: თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა, რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი?
„თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა - რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი?“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობი...
1782208354
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველომ წლების განმავლობაში საჯარო სერვისების მიწოდების კუთხით ნამდვილად შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე კომენტარი გააკეთა. მინისტრის განცხადებით, ღონისძიება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას...
1782206890
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე: როდესაც საერთაშორისო დოკუმენტში მოგვიწოდებენ, ხელისუფლებამ გამოიხმოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან, ეს არის მართლმსაჯულების უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის ნგრევა
„მსურს პირდაპირ და ყოველგვარი დიპლომატიური პირფერობის გარეშე ვუპასუხო იმ მორიგ პოლიტიკურ აბსურდს, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამზადებენ. ანგარი...
1782206444
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენ არავის მივეცით უფლება, საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა
მინდა გამოვეხმაურო კირ სტარმერის გადადგომის საკითხს, რომელიც კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ აკონტროლებენ არაფორმალური ოლიგარქიული ძალები, იგივე „გლობალური ომის პარტია“, იგივე პირობითად „დიფ სთეითი", რ...
1782205046
საზოგადოებამახაშვილი: ის, ვინც გიბიძგებს დესტაბილიზაციისკენ და ცდილობს, დაგსაჯოს მშვიდობის შენარჩუნების გამო, საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვერასდროს იქნება. ჩვენი პასუხი იქნება მტკიცე: საქართველო აღარასდროს გახდება სხვისი პოლიტიკური თამაშების იარაღი
„ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე. ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო დოკუმენტები, რომელსაც ზოგიერთები, მათ შორის, ამ დარბაზში, პ...




























