არჩილ გორდულაძე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: თითოეული თქვენი გადადგმული ნაბიჯი ადასტურებს, რომ არაკომპეტენტურები ხართ - ერთი განულებული პარტიის წარმომადგენლები ხართ, კეთილი ინებეთ და თავი დაანებეთ საზოგადოების სახელით საუბარს
„გახარიელი“ რომ საუბრობს, როგორ შეიძლებაო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს? - ესენი არიან იმ ძალის წარმომადგენლები, რომელთა ბელადიც ახლა ბრალდებულია, ქართულ მართლმსაჯულებას გაქცეულია. ის ბრალდებულია დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაში, რაზეც წლების განმავლობაში თვითონვე ამბობდა, რომ ყველაფერზე მე ვარ პასუხისმგებელიო. როდესაც პასუხისმგებლობამ მიაკითხა, სტრასბურგის გადაწყვეტილების შესაბამისად, ადგა და ერთ-ერთი ცხოველივით გაიქცა უცხოეთში“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
არჩილ გორდულაძე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობს, თუმცა ამის დამადასტურებელ კონკრეტულ მაგალითებს ვერ ასახელებს.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ნარატივებს იმეორებს და თავადაც ამ პოლიტიკური ძალის ნაწილად იქცა.
„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის არ მინიჭებას ეთანხმებოდით, იმეორებთ „ნაცურ“ ნარატივს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლაა, იმეორებთ „ნაცურ“ ნარატივს გაბრაზებულ ხალხთან დაკავშირებით, ემხრობით თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმას, არ ემიჯნებით და არ გმობთ ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობებს, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მოღალატეობრივ წერილებს აგზავნით უცხოეთში ქვეყნისა და საზოგადოების დასაზიანებლად, სრულ თანხვედრაში ხართ კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისი განცხადებით, ოპოზიციას საზოგადოების სახელით საუბრის უფლება არ აქვს.
„თითოეული თქვენი გადადგმული ნაბიჯი ადასტურებს, რომ არაკომპეტენტურები ხართ. არაკომპეტენტურობა ამ ქვეყნის ღალატია. პათეტიკური განცხადებები არ გიშველით, იმიტომ რომ ერთი განულებული პარტიის წარმომადგენლები ხართ და კეთილი ინებეთ და თავი დაანებეთ საზოგადოების სახელით საუბარს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1782217099
მსოფლიოპუტინი: დასავლეთში ღიად აცხადებენ, რომ რუსეთთან ომისთვის ემზადებიან, მზად ვართ ვუპასუხოთ
„ახლა დასავლეთი ღიად ამბობს, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადება“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო აკადემიების კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე განაცხადა. პუტინის თქმი...
1782216864
საზოგადოებაბექა ძამაშვილი გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობის საქმეზე: სტრასბურგში წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების დარღვევას და წამებას
ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ სარჩელზე გამოტანილი განაჩენი შეაფასა, რომლის მიხედვითაც ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგ...
1782216765
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს: გისურვებთ მშვიდობიან საქართველოს, სადაც თქვენი მსახურება გარე თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩება, შედეგები ყოველდღიურად შეიგრძნობა სახელმწიფოს გამართულ მუშაობაში
გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 32 წლის იუბილეს. ჩვენთვის, ვინც ყოველდღიურად ვსარგებლობთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ზრუნვით და გვერდში დგომით, განსაკუთრებულ...
1782215206
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ნებისმიერი საუბარი გაფართოებაზე, იმ ქვეყნის გარეშე, რომელსაც ეს ეხება, უბრალოდ აზრს მოკლებულია
„ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება, დაკავშირებადობა არ იწვევენ საქართველოს და გრჩება შთაბეჭდილება, რომ შეხვედრა არის ო...
1782214238
საზოგადოებასასამართლომ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ალექსანდრე სელივრიას საქმე განიხილა
საქალაქო სასამართლომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ალექსანდრე სელივრიას საქმე განიხილა. სელივრია სხდომაზე არ გამოცხადდა რის გამოც მოსამართლემ საქმის განხილვ...


























