თამარ იოსელიანი: საერთაშორისო სტანდარტებთან მუდმივი თანხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საჰაერო მიმოსვლა ქვეყანაში მზარდია და დაგეგმილია არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საავიაციო ბაზრის კიდევ უფრო განვითარებისთვის

საქართველოში საავიაციო სექტორი სწრაფად ვითარდება და იზრდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ეროვნულ კანონმდებლობაში, ისე ჩვენი ჩართულობა საერთაშორისო საავიაციო პროცესებში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა, რომელმაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე რეგიონთაშორისი სემინარის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

მისი განცხადებით, საქართველოში ICAO-ს წარმომადგენლობითი სემინარის გამართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში.

„მსგავსი ტიპის სემინარები ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას და, შესაბამისად, ამ სისტემების ადგილობრივ დონეზე ადაპტირებას. ამასთანავე, ჩვენ ICAO-სთვის საიმედო პარტნიორს წარმოვადგენთ, რაც საერთაშორისო აუდიტების წარმატებით განხორციელებამაც დაადასტურა. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ სააერონავიგაციო მომსახურების ზედამხედველობის მაჩვენებლები საგრძნობლად გაუმჯობესდა - 62-დან 96 პროცენტამდე გაიზარდა, რაც გლობალურ პრაქტიკასთან მიმართებით დაახლოებით 34-პროცენტიან წინსვლას გვაძლევს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში საავიაციო დარგი ძალიან სწრაფად ვითარდება.

„2025 წელს ამ მიმართულებით საგრძნობლად მაღალი მაჩვენებლები გვქონდა. მგზავრთნაკადი წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება და რეგიონში არსებული ვითარების მიუხედავად, საავიაციო დარგში მზარდი დინამიკა ნარჩუნდება. ახალი მიდგომების დანერგვა გვეხმარება, მუდმივად ვპასუხობდეთ საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ საავიაციო ინფრასტრუქტურას, რისთვისაც თანამედროვე სისტემების ათვისებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს სემინარი კი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მსგავსი ტექნოლოგიების საქართველოში სწრაფად ინტეგრირებას“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის (EUR/NAT) და ახლო აღმოსავლეთის (MID) რეგიონთაშორისი სემინარი იმართება. ღონისძიება საჰაერო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემური მართვის (SWIM) აქტუალურ საკითხებს ეთმობა.

სამდღიან სემინარში მონაწილეობენ დელეგატები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებიდან, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოებიდან, ასევე, მოწვეული სტუმრები საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებიდან, საჯარო უწყებებიდან და ავიასაწარმოებიდან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782216864

საზოგადოება

ბექა ძამაშვილი გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობის საქმეზე: სტრასბურგში წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების დარღვევას და წამებას

ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ სარჩელზე გამოტანილი განაჩენი შეაფასა, რომლის მიხედვითაც ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგ...

ბექა ძამაშვილი

1782216765

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს: გისურვებთ მშვიდობიან საქართველოს, სადაც თქვენი მსახურება გარე თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩება, შედეგები ყოველდღიურად შეიგრძნობა სახელმწიფოს გამართულ მუშაობაში

გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 32 წლის იუბილეს. ჩვენთვის, ვინც ყოველდღიურად ვსარგებლობთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ზრუნვით და გვერდში დგომით, განსაკუთრებულ...

შალვა პაპუაშვილ

1782215206

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ნებისმიერი საუბარი გაფართოებაზე, იმ ქვეყნის გარეშე, რომელსაც ეს ეხება, უბრალოდ აზრს მოკლებულია

„ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება, დაკავშირებადობა არ იწვევენ საქართველოს და გრჩება შთაბეჭდილება, რომ შეხვედრა არის ო...

მაკა ბოჭორიშვილი

1782214238

საზოგადოება

სასამართლომ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ალექსანდრე სელივრიას საქმე განიხილა

საქალაქო სასამართლომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ალექსანდრე სელივრიას საქმე განიხილა. სელივრია სხდომაზე არ გამოცხადდა რის გამოც მოსამართლემ საქმის განხილვ...

მარიამ ლაშხი

1782211738

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას და მოვიმხრობთ უფრო და უფრო მეტ წევრ ქვეყანას, რათა მათ ევროკომისიას მოსთხოვონ პოლიტიკური დიალოგის აღდგენა

„გასულ კვირას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ვიმყოფებოდით, სადაც შეხვედრები გვქონდა როგორც ჩვენს კოლეგებთან ორივე ქვეყნ...

ნიკოლოზ სამხარაძე