ირაკლი კობახიძე: მთავრობა მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გაძლიერებას და წინსვლას
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მობილური და მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს და მუდმივად ვითარდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უწყების დაარსების 32 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც სრულად დაუჭერს მხარს სამსახურის შემდგომ გაძლიერებას და წინსვლას.
„საქართველოს თანამედროვე ისტორიაში თქვენს უწყებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. დაარსების დღიდან სამსახურმა იკისრა მისია, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს, ინსტიტუციურ სტაბილურობას და სახელმწიფოს უსაფრთხო განვითარებას. თქვენი პროფესია მუდმივ რისკებთან, უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული და მოითხოვს უდიდეს დისციპლინას. თქვენ ამ მოწოდებას ყოველდღიურად უმაღლესი პროფესიონალიზმით და ერთგულებით პასუხობთ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. ამ საპასუხისმგებლო გზაზე, სამწუხაროდ, თქვენმა არაერთმა თანამებრძოლმა ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო. პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თქვენი გმირი კოლეგებისა და მეგობრების ნათელ ხსოვნას. მათი სიმამაცე ქვეყნისთვის თავდადების უკვდავ მაგალითებად დარჩება. დღეს ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ, რომ უწყების ხელმძღვანელობის სწორი ხედვის, თითოეული ოფიცრის მაღალი კვალიფიკაციისა და ჩვენი მთავრობის ურყევი მხარდაჭერის შედეგად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მობილური და მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს და მუდმივად ვითარდება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შემდგომ გაძლიერებას და წინსვლას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსების 32 წლისთავი მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.
სამსახურის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანზორ ჩუბინიძემ.
სამსახურის დაარსების 32 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით უწყების 32 თანამშრომელი დააჯილდოვა.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, გენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაესწრნენ.
1782221822
საზოგადოებაპარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექ...
1782220321
საზოგადოებალევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: მისასალმებელია, რომ როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა. ჰოდა, იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ, თ...
1782219968
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6480 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6487 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1782219836
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: პრაქტიკულად „ნაცმოძრაობა“ განულების პირასაა, მათ საზოგადოების მხრიდან არანაირი ნდობა არ აქვთ
„სააკაშვილი რომ პოზიტიურად მოქმედებდეს პროცესებზე, ეს შედეგებში გამოჩნდებოდა, ეს ადამიანი ბოლო კოზირის ფუნქციად გამოიყენეს, როცა დესტრუქციის მოსაწყობად არაჟნებით სავსე კონტეინერით შემოაპარეს“, - ამის...
1782219387
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძემ სდსს-ს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა: თქვენ ხართ იმ სამსახურის წარმომადგენლები, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნდობასა და ერთგულებასთან, გულწრფელი მადლობა პროფესიონალიზმისა და უღალატობისთვის
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. სახე...





























