ბექა ძამაშვილი გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობის საქმეზე: სტრასბურგში წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების დარღვევას და წამებას
ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ სარჩელზე გამოტანილი განაჩენი შეაფასა, რომლის მიხედვითაც ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისრა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა საქმეში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომისას რუსეთის მხრიდან სიცოცხლის უფლების დარღვევასა და წამებას ეხებოდა, მესამე მხარედ იყო ჩართული.
„სტრასბურგის გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის და საქართველოს მოსახლეობის კიდევ ერთი გამარჯვება, რადგან ჩვენი აბსოლუტური მოვალეობა და მიზანი იყო, საერთაშორისო სასამართლოებში დაგვეცვა, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის ღირსება და, მეორეს მხრივ, ჩვენი სამხედროების ღირსება.
ჩვენი ხელისუფლებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა საერთაშორისო სასამართლოებში საქმეების წარმოება, განსაკუთრებით, როდესაც ეს უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ომს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აქამდე ყველა დავა მოიგო, როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოებში. დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხებოდა სამხედრო ტყვეებს, რომლებიც ომის დროს აწამეს და ნაწილი წამებით მოკლეს. გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლო დაეყრდნო უკვე სახელმწიფოთაშორის საქმეში დადგენილ დარღვევას, ასევე მითითებული არის ჰააგის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამ საკითხთან დაკავშირებითაც ჩვენ წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები და არგუმენტები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული პირების სიცოცხლის უფლების დარღვევასა და წამებას“, - განაცხადა ძამაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ისე წარმართა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საქმის წარმოება, რომ წინა ხელისუფლების მიერ გაფუჭებული და წაგებული საქმეები შემოაბრუნა.
„ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობისა და სამხედროების ღირსება. ის, რომ ანწუხელიძე, ხუბულური და სოფრომაძე აწამეს, საქმეში გვქონდა არასამთავრობო ორგანიზაციის გარეშეც. დღეს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას თუ წაიკითხავთ, სასამართლო ამბობს, რომ ეს პირები მითითებული არიან საქართველოს სახელმწიფოს მიერ მოგებულ დავაში. რაც შეეხება კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას და აგენტებად მათ გამოცხადებას, არ მინდოდა ამ კომენტარის გაკეთება, მაგრამ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ინდივიდუალური საჩივრით, საქართველოს და ქართველ სამხედროებს ცხინვალის დაბომბვას აბრალებდა. ამ ორგანიზაციას უნდა დაეცვა ქვეყნის, ანწუხელიძის და ყველა ქართველის ინტერესიც, თუმცა საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის დაბომბვაზე საჩივარი არ უნდა შეეტანა. შრომა იქნებოდა ფუჭი, მათი საჩივარი რომ წაგვეგო, სადაც დადგინდებოდა ცხინვალის დაბომბვა. სტრასბურგში არ უნდა წასულიყო ისეთი საქმეები, სადაც ცხინვალის დაბომბვა ჰბრალდებოდათ ქართველ სამხედროებს. საჭირო არ არის ასეთი ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ცხინვალის დაბომბვას აბრალებს“, - განაცხადა ძამაშვილმა.
1782221822
საზოგადოებაპარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექ...
1782220321
საზოგადოებალევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: მისასალმებელია, რომ როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა. ჰოდა, იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ, თ...
1782219968
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6480 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6487 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1782219836
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: პრაქტიკულად „ნაცმოძრაობა“ განულების პირასაა, მათ საზოგადოების მხრიდან არანაირი ნდობა არ აქვთ
„სააკაშვილი რომ პოზიტიურად მოქმედებდეს პროცესებზე, ეს შედეგებში გამოჩნდებოდა, ეს ადამიანი ბოლო კოზირის ფუნქციად გამოიყენეს, როცა დესტრუქციის მოსაწყობად არაჟნებით სავსე კონტეინერით შემოაპარეს“, - ამის...
1782219387
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძემ სდსს-ს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა: თქვენ ხართ იმ სამსახურის წარმომადგენლები, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნდობასა და ერთგულებასთან, გულწრფელი მადლობა პროფესიონალიზმისა და უღალატობისთვის
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. სახე...





























