მამუკა მდინარაძემ სდსს-ს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა: თქვენ ხართ იმ სამსახურის წარმომადგენლები, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნდობასა და ერთგულებასთან, გულწრფელი მადლობა პროფესიონალიზმისა და უღალატობისთვის
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა უწყების თანამშრომელთა მაღალ პროფესიონალიზმს და აღნიშნა, რომ ისინი ემსახურებიან საქმეს, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნდობასა და ერთგულებასთან.
„თქვენ აკეთებთ საქმეს, რომელიც შეიცავს ყოველწამიერ რისკს და რომელიც, თავის მხრივ, სიცოცხლის რისკთანაც არის დაკავშირებული. საქმისადმი ერთგულება და გათვითცნობიერებული თავგანწირვა თქვენი პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. შეუძლებელია, იყო ამ პროფესიის წარმომადგენელი ვაჟკაცური ბუნებისა და თვისებების გარეშე. თქვენ ემსახურებით საქმეს, რომელსაც ასეთი თვისებების გარდა, სჭირდება ძალიან მაღალი კომპეტენცია და უშეცდომობა. გულწრფელი მადლობა ყველას ასეთი პროფესიონალიზმისა და უღალატობისთვის. ქართული სახელმწიფო კი ყოველთვის ვალდებული იქნება, განსაკუთრებულად დააფასოს თქვენი თავდაუზოგავი შრომა და გამბედაობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ვიცე-პრემიერმა გაწეული საქმიანობისა და ერთგული სამსახურისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძეს და უწყების თითოეულ თანამშრომელს.
სახელმწიფო მინისტრმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფრასტრუქტურა, სასროლეთი და ავტომუზეუმი დაათვალიერა. მოეწყო დასაცავ პირზე თავდასხმისა და ევაკუაციის, ასევე, კინოლოგების საჩვენებელი იმიტაცია.
1782221822
საზოგადოებაპარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექ...
1782220321
საზოგადოებალევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: მისასალმებელია, რომ როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა. ჰოდა, იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ, თ...
1782219968
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6480 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6487 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1782219836
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: პრაქტიკულად „ნაცმოძრაობა“ განულების პირასაა, მათ საზოგადოების მხრიდან არანაირი ნდობა არ აქვთ
„სააკაშვილი რომ პოზიტიურად მოქმედებდეს პროცესებზე, ეს შედეგებში გამოჩნდებოდა, ეს ადამიანი ბოლო კოზირის ფუნქციად გამოიყენეს, როცა დესტრუქციის მოსაწყობად არაჟნებით სავსე კონტეინერით შემოაპარეს“, - ამის...
1782219302
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მთავრობა მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გაძლიერებას და წინსვლას
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მობილური და მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს და მუდმივად ვითარდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრ...





























