არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე

„გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე ნიკა გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილებისა და მანიპულაციების მხოლოდ მცირე მაგალითებზე“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ტყუილი უწოდა გვარამიას პარტიის წარმომადგენლების განცხადებას იმის შესახებ, რომ საგამოძიებო კომისია პარლამენტში არასწორად იქნა დაკომპლექტებული, ამასთან, აღნიშნა, რომ სარჩელი კონკრეტულ მტკიცებულებებსა და ასზე მეტ წყაროზე დაყრდნობით ასაბუთებს ხუთი ოპოზიციური პარტიის მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მათი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს.

„ტყუილია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია არასწორად იქნა დაკომპლექტებული. სინამდვილეში: საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა დაკომპლექტებული.

ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს. სინამდვილეში: სარჩელში დეტალურად, კონკრეტულ მტკიცებულებებზე და სარჩელშივე მითითებულ 100-ზე მეტ წყაროზე დაყრდნობით არის დასაბუთებული, რომ სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში მოქმედებენ, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი და მათი მიზანი საქართველოს წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა იყო“, - განაცხადა გორდულაძემ.

გარდა ამისა, არჩილ გორდულაძის თქმით, სინამდვილეში, მოსარჩელე მხარემ, ასაკრძალი პარტიების ნუსხა მათ მიერ განხორციელებული არაკონსტიტუციური ქმედებების საფუძველზე განსაზღვრა.

„ტყუილია, რომ მოსარჩელემ ასაკრძალი პარტიების ნუსხა მხოლოდ იმის მიხედვით გასაზღვრა, თუ რამდენად აქვთ მათ პოტენციალი გადალახონ საარჩევნო ბარიერი. სინამდვილეში, მოსარჩელემ ასაკრძალი პარტიების ნუსხა მათ მიერ განხორციელებული არაკონსტიტუციური ქმედებების საფუძველზე განსაზღვრა. რაც შეეხება ასაკრძალი პოლიტიკური პარტიის პოტენციალს გადალახოს საარჩევნო ბარიერი - აღნიშნული ფაქტორი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმის დასადგენად, ასაკრძალი პარტიიდან მომდინარე საფრთხე რამდენად რეალურია. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის საარჩევნო მხარდაჭერის ფაქტორის გათვალისწინება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი პრაქტიკაა“, - აღნიშნა მან.

არჩილ გორდულაძის განმარტებით, სიცრუეა გვარამიას პარტიის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებაც, რომ არ არსებობს სარჩელში მოხსენიებული ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საფუძველი.

„ტყუილია, რომ არცერთი პარტია, რომლის აკრძალვასაც ჩვენ ვითხოვთ მყისიერ საფრთხეს არ ქმნიან და შესაბამისად არ არსებობს მათი აკრძალვის საფუძველი. სინამდვილეში, ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის აკრძალვასაც ჩვენ ვითხოვთ, სწორედ რომ მყისიერ საფრთხეს ქმნის ანტიკონსტიტუციური ქმედებების განსახორციელებლად. კიდევ ერთხელ, ცალსახად უნდა ითქვას, რომ სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში მოქმედებენ, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, უშუალოდ ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ან მხარს უჭერენ და არ ემიჯნებიან ამ ძალადობას. „ნაციონალური მოძრაობა“ უშუალოდ 2012 წლამდე ადამიანის სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმის შემქმნელია, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით დასტურდება. ამ სადისტურ რეჟიმის შემქმნელ პოლიტიკურ პარტიას არათუ არ ემიჯნებიან სხვა პოლიტიკური პარტიები, არამედ კოალიციაშიც კი შედიან მათთან ანტიკონსტიტუციური ქმედებების განხორციელების მიზნით. შესაბამისად, მათგან მომდინარე საფრთხე რეალურია“, - დასძინა გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793208653

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი რადიკალებზე: დღეს მცდელობა იყო იმის, რომ მიზანმიმართულად დარტყმის ქვეშ აღმოჩენილიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, ამ კონტექსტში გამოყენებული იყო აბსოლუტურად მიუღებელი, მათ შორის, დისკრიმინაციული ეპითეტები, ტერმინოლოგია

„დღეს მცდელობა იყო იმის, რომ მიზანმიმართულად დარტყმის ქვეშ აღმოჩენილიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა“, - განუცხადა ბათუმში ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კო...

თორნიკე ჭეიშვილი

1793208506

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება - კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

„ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩ...

არჩილ გორდულაძე

1793205219

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა

„ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა“, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ყურადღება იმავე სარკინიგზო ხაზზე მიმდინარე წელს მომხდარ...

პედრო სანჩესი

1793204541

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მომხდარი მატარებლების შეჯახების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამო...

მიხეილ ყაველაშვილი

1793203236

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი Polygon Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Polygon Foundation-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სანდიპ ნაილვალს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში იმყოფება....

პრემიერ-მინისტრი