არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა
„დღეს ნიკა გვარამია იმას კი არ ამტკიცებდა თუ რატომ არ არის მისი პარტია არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას ცდილობდა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას პარტიას სურს შექმნას იმის ილუზია, რომ თითქოს მმართველი პარტია მისი პარტიის აკრძალვას იმის გამო ითხოვს, რომ მან საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა ქვეყნებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. გორდულაძის თქმით, სინამდვილეში, ნიკა გვარამია საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა ქვეყნებს საქართველოს დასანქცირებისკენ მოუწოდებდა.
„ამით მან ფაქტობრივად აღიარა სარჩელში მოყვანილი ფაქტები, დაადასტურა რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტების გასაბათილებლად არგუმენტები და მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს და არ გააჩნია. ამით მან ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მისი პარტია არაკონსტიტუციურია. მეტიც, კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი მტკიცება, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ნაცმოძრაობა „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციის დარღვევაში სდებს ბრალს, ხოლო ჩვენი გუნდი მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატში, სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის უგულებელყოფაში და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაში ვამხელთ და მათ არაკონსტიტუციურობას ვამტკიცებთ. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გასცეს პასუხი რომელი არღვევს კონსტიტუციას.
ნიკა გვარამიას პარტიას სურს შექმნას იმის ილუზია, რომ თითქოს მისი პარტიის აკრძალვას იმის გამო ვითხოვთ, რომ მან საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა ქვეყნებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. სინამდვილეში, ნიკა გვარამია საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა ქვეყნებს კი არ მოუწოდებდა რუსეთის დასანქცირებისკენ, არამედ საქართველოს. აღნიშნულს კი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლა და საქართველოს ომში ჩართვა შეეძლო გამოეწვია. ამ ყველაფრის ახსნასაც კი გაურბის ნაცმოძრაობის ეს განშტოება.
დღეს ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია იმის შესახებ, რომ თითქოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი ქართულმა ოცნებამ შეაჩერა 2024 წლის ოქტომბრის თვეში სიცრუე იყო.
მეტიც გვარამიას პარტია თავისი არაკონსტიტუციური ქმედებების გამართლებას ჯო ბაიდენის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებითა და ევროპარლამენტის რეზოლუციებით ცდილობდა, იმ რეზოლუციებით, სადაც 9 მათგანში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ნაცმოძრაობა კვლავ თავისას აგრძელებს, საკუთარი ღალატის შენიღბვას კვლავ უკიდურესად მიკერძოებული საერთაშორისო აქტორების ამოფარებით ცდილობს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1793208558
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე
„გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე ნიკა გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილებისა და მანიპულაციების მხოლოდ მცირე მაგალითებზე“, - ამის შესახებ პარლა...
1793208506
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება - კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია
„ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩ...
1793205219
მსოფლიოესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა
„ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა“, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ყურადღება იმავე სარკინიგზო ხაზზე მიმდინარე წელს მომხდარ...
1793204541
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მომხდარი მატარებლების შეჯახების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამო...
1793203236
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი Polygon Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Polygon Foundation-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სანდიპ ნაილვალს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში იმყოფება....






























