პაატა სალია დავითაძის საქმეზე: ეს იყო პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, რასაც შესაძლოა შემდგომ არეულობა მოჰყოლოდა
„ღამის კურიერის“ ეთერში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.
პაატა სალიას განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აჟიოტაჟი, გარკვეულწილად პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა იყო, რასაც შესაძლოა შემდგომ გარკვეული არეულობა მოჰყოლოდა.
„დავითაძის შემთხვევაში ჩვენ ვაცხადებდით, რომ აქ ძირითადად იყო სპეკულაცია, არ ყოფილა არანაირი ძალის გადამეტება, მითუმეტეს დანაშაული. ეს აშკარად ჩანდა იმ კადრებიდან, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. ხშირად არის აპელირება იმაზე, ხმა რატომ არ ჰქონდა კადრებს, ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კამერების მიერ ხმის ჩაწერა არ ხდება. ასევე იყო საუბარი, თუ რატომ იყო ამდენი ადამიანი და რამდენად პროპორციული იყო ამდენი ადამიანის ერთ ოთახში ყოფნა. სწორედ ეს გარემოებები გამოიკვლია პროკურატურამ და დაადგინა, რომ არც ძალის გადამეტებას, არც რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი. გარდა ამისა, სანამ პროკურატურა დაასრულებდა გამოძიებას, ამაზე საუბარი ჰქონდა სახალხო დამცველსაც.
შესაბამისად, ეს იყო გარკვეულწილად პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, რასაც შესაძლოა შემდგომ მოჰყოლოდა გარკვეული არეულობა. ამის ნიშნები შეინიშნებოდა, თუმცა ჩვენ, ეფექტურად შევძელით ჩანასახშივე დაგვესრულებინა არეულობის მცდელობა პენიტენციურ დაწესებულებაში და რაც სრულად კანონის დაცვით განხორციელდა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად არცერთი იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ჰქონდა მცდელობა არეულობა მოეწყო, რაიმე უფლება არ დარღვეულა. პირიქით, არსებობს ასევე ჩანაწერები, რაც საზოგადოებამ იხილა, რომ მათი მხრიდან იყო აგრესია პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ.
ეს ინციდენტი, ჩემი აზრით, ამოიწურა. ყოველ შემთხვევაში, პროკურატურამ დაასრულა გამოძიება. რაც შეეხება ოჯახის უკმაყოფილებას, ბუნებრივია, მესმის ოჯახის, რომ ისინი არ არიან კმაყოფილი გამოძიების შედეგებით, ჰგონიათ, რომ კიდევ სხვა რამე მტკიცებულება არსებობს.
თუ რამე ახალი გარემოება გამოვლინდება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გამოძიების ნაწილი გახდეს, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიება დასრულებულია.
ოჯახს აქვს სრული უფლება, მიმართოს სხვა სამართლებრივ მექანიზმს, მათ შორის მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და იქ ეძებოს სამართალი“, - განაცხადა პაატა სალიამ.
1793212835
ახალი ამბებიპაატა სალია: იმ პერიოდიდან, რაც იუსტიციის მინისტრად დავინიშნე, არ განელებულა კამპანია, რომლის მიზანიც დისკრედიტაციაა
ბოლო კვირებში პენიტენციურ სისტემაში მომხდარმა რამდენიმე შემთხვევამ პატიმართა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის საკითხი დააყენა. რამდენად ეფექტიანია კონტროლი ციხეებში და ვინ აგებს პასუხს პატიმრების უფლ...
1793210283
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა
„დღეს ნიკა გვარამია იმას კი არ ამტკიცებდა თუ რატომ არ არის მისი პარტია არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას ცდილობდა“...
1793208773
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ეხმიანება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნავს, რ...
1793208704
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს და აცხადებს, რომ...
1793208653
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი რადიკალებზე: დღეს მცდელობა იყო იმის, რომ მიზანმიმართულად დარტყმის ქვეშ აღმოჩენილიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, ამ კონტექსტში გამოყენებული იყო აბსოლუტურად მიუღებელი, მათ შორის, დისკრიმინაციული ეპითეტები, ტერმინოლოგია
„დღეს მცდელობა იყო იმის, რომ მიზანმიმართულად დარტყმის ქვეშ აღმოჩენილიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა“, - განუცხადა ბათუმში ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კო...






























