არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ეხმიანება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნავს, რომ მათი პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხებზე, კიდევ ერთი უსუსური მცდელობაა იმისა, არ გაეცეს პასუხი ევროსაბჭოს 1633 რეზოლუციასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს.
ის ასევე ტყუილს უწოდებს განცხადებას იმის შესახებ, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პოლიტიკოსების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დადგება და შესაბამის პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკური საქმიანობა უვადოდ აეკრძალებათ.
„მოპასუხის განცხადებით, სარჩელში მოყვანილი აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი არ არის.
ცალსახად გვსურს განვაცხადოთ - აღნიშნული პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელის მოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები. ერთიც ღალატია და მეორეც.
ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადგება პოლიტიკოსების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და შესაბამის პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკური საქმიანობა უვადოდ აეკრძალებათ.
სინამდვილეში, ჩვენ არ ვითხოვთ პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ინდივიდუალურად აკრძალვას. ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს მიემართება. უფრო მეტიც, ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილებისა და პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შემთხვევაშიც, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომლითაც პოლიტიკური პარტიები აიკრძალა, ავტომატურად ვერ გახდება ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის საფუძველი. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ცალკეული პოლიტიკოსების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის საფუძველია - აბსურდი და სპეკულაციაა“, - განაცხადა გორდულაძემ.
1793208558
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე
„გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე ნიკა გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილებისა და მანიპულაციების მხოლოდ მცირე მაგალითებზე“, - ამის შესახებ პარლა...
1793208506
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება - კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია
„ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩ...
1793205219
მსოფლიოესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა
„ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა“, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ყურადღება იმავე სარკინიგზო ხაზზე მიმდინარე წელს მომხდარ...
1793204541
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მომხდარი მატარებლების შეჯახების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამო...
1793203236
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი Polygon Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Polygon Foundation-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სანდიპ ნაილვალს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში იმყოფება....






























