აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დღეს გამოაცხადებს
შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დღეს, 24 აგვისტოს, გამოაცხადებს, რასაც ვაშინგტონი „მსოფლიოს ისტორიაში კოორდინირებული ეკონომიკური იზოლაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას“ უწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა Financial Times-ს განუცხადა.
24 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადებს.
„ჩვენ ახლა საბოლოო ფაზაში შევდივართ. გამთენიისას დაიწყება „ეკონომიკური D-დღე“ - მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ოდესმე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ფინანსური შეტევა. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ჩვენი მიზანია, გადავჭრათ ყველა ეკონომიკური არტერია, რომელიც მხარს უჭერს ტირანულ რეჟიმს, სანამ თეირანი მარტო არ დარჩება“, - განაცხადა ბესენტმა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა მიანიშნა, რომ ამერიკული სანქციების სამიზნე შესაძლოა, გახდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ირანს არსებული შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებიან, კერძოდ, ირანული ნავთობის ტრანსპორტირებისა და შესყიდვის კუთხით.
„ისინი თვალს ხუჭავენ საწვავის საზღვაო გადაზიდვებსა და მათი ბანკების უკანონო გამოყენებაზე, ამავდროულად, მალავენ თავიანთი თანამონაწილეობის ხარისხს... მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ქვეყნები მიიჩნევენ, რომ რეჟიმისთვის დათმობები უფრო უსაფრთხო გზაა. თუმცა ისინი უნდა დაფიქრდნენ ასეთი რეჟიმის მხარდაჭერის შედეგებზე“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
1787552113
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 27-32, აღმოსავლეთ საქართველოში კი 3...
1787549487
მსოფლიოწინასწარი შედეგების მიხედვით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ადალეთი“ ხმების 72.3 პროცენტით ლიდერობს
ყაზახეთში გუშინ ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის პარტია „ადალეთი“ იმარჯვებს. პოლიტიკურ ძალას ამომრჩევლების 72.3 პროცენტმა დაუჭირა მხარი ეგზიტპოლების მიხედვით, პარლამენტშ...
1787548232
ახალი ამბებისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიმუშავა ონლაინპლატფორმა, რომლითაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, სკოლის ფორმა ონლაინ გამოიწერონ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიმუშავა ონლაინპლატფორმა, რომლითაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, თავისი შვილისთვის სკოლის ფორმა ონლაინ გამოიწერონ. ელექტრონული პლატფ...
1787517950
ახალი ამბები24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. 1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა...
1787516624
მსოფლიო„დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ფრანების გაშვება“ - ნეთანიაჰუ და კაცი „ჰამასს“ აფრთხილებენ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი „ჰამასს“ აფრთხილებენ, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის სასაზღვრო დასახლებების მიმართულებით ფრანების გაშვების გაგრძელების შემ...































