კახა კალაძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: უკვე ყველა კარგად ხედავს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში და დღეს რამდენად საშიშია ოპოზიციაში
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2008 წლის ომი იყო გარედან წამოსული დაკვეთა და ის უმძიმესი ჭრილობები ქვეყანას დღესაც არ აქვს მოშუშებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის დავით საყვარელიძის მიერ 2008 წლის ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დღეს ნათლად ჩანს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის რეჟიმი ხელისუფლებაში და რამდენად საშიშია ოპოზიციაშიც.
„ჩვენ ვიცით, რა როგორ იყო რეალურად, იგივე რეზოლუცია როგორ იქნა მიღებული, პროცესები როგორ დაიწყო. ცხადი და ნათელია, რომ ყველაფერი იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ახორციელებდა. ქვეყანას შეეძლო ომის თავიდან არიდება, თუმცა სააკაშვილის ავანტიურამ მოგვიტანა ის უბედურება, რაც მივიღეთ 2008 წელს. რა თქმა უნდა, ეს გარედან წამოსული დაკვეთა იყო, ისინი გადაწყვეტილებებს მარტო ვერ იღებდნენ, ისინი წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურას, ჰყავთ თავიანთი გარე პატრონები, „დიფ სთეითის“ სახით. უმძიმესი შედეგი მივიღეთ 2008 წელს და დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ჭრილობები. დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე ყველა კარგად ხედავს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში და დღეს რამდენად საშიშია ოპოზიციაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1787557804
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმ...
1787556061
ახალი ამბებისაქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. „2026 წლის 12 აგ...
1787555650
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობას
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკ...
1787554578
ახალი ამბებიაშშ ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დღეს გამოაცხადებს
შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დღეს, 24 აგვისტოს, გამოაცხადებს, რასაც ვაშინგტონი „მსოფლიოს ისტორიაში კოორდინირებული ეკონომიკური იზოლაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას“ უწოდებს. ამი...
1787552113
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 27-32, აღმოსავლეთ საქართველოში კი 3...































