ავთანდილ კასრაძე: ტექნოლოგიურმა ჰაბმა რეგიონული მასშტაბით უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ქალაქ ქუთაისში სრულიად რეგიონის ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით საინტერესო პროცესები დაიწყო

„ქუთაისში რეგიონალური მასშტაბის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი გავაკეთეთ“, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.

სააგენტოს თავმჯდომარის შეფასებით, ტექნოლოგიურმა ჰაბმა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ქალაქ ქუთაისში სრულიად რეგიონის ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით საინტერესო პროცესები დაიწყო.

ავთანდილ კასრაძე ტექნოლოგიური განვითარების გზაზე ოთხი მთავარი საფეხურის შესახებ საუბრობს, კერძოდ - ინტერესიდან-უნარამდე, უნარიდან - პროტოტიპამდე და პროტოტიპიდან უკვე ინოვაციურ ბიზნესამდე.

„ეს ოთხივე საფეხური წარმოდგენილი გვაქვს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში. ყველაფერი იწყება ინტერესით - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად უნდა დაინტერესდნენ ტექნოლოგიებით, ინოვაციებით, მეცნიერებით“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

სააგენტოს თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ყველაზე დიდი სივრცე ინტერაქციულ, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს ეთმობა, რომელიც ინტერესის გაღვივების მთავარი ეპიცენტრია.

„ჩვენი შემდგომი ამოცანაა, რომ ამ ცნობისმოყვარეობას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდება, უკვე კონკრეტული უნარები მივცეთ და მოქალაქეებს ჰქონდეთ სწავლების თანამედროვე მეთოდებთან წვდომა სრულიად უფასოდ. ცოდნის ამაღლების შემდგომ კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში მიღებული ცოდნა კონკრეტულ პროდუქტებად გარდაქმნან. ჩვენი მიზანი სწორედ ისაა, რომ ჩვენს მოქალაქეებს გავუმარტივოთ პროცესები და მხარი დავუჭიროთ ინოვაციური სტარტაპების გლობალურ გაფართოებას. სწორედ ამიტომ, ამ ლოკაციაზე ერთად შევკარით ყველა ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ამ პროცესისთვისაა საჭირო. აქ წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის საკონსულტაციო ცენტრი, ასევე ინტელექტუალური საკუთრების სწავლების ცენტრი, რადგან პატენტებსა და ინეტელექტუალურ საკუთრებას სტარტაპებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქ წარმოდგენილი იქნება კერძო სექტორიც“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკები საქართველოს 9 ქალაქშია წარმოდგენილი, თუმცა ქალაქ ქუთაისში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი განთავსდა - ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, ისეთი, როგორიცაა ვირტუალური რეალობის, დრონების, ელექტრონიკის, 3D პროტოტიპირების მიმართულებით.

„გარდა ამისა პირველი ლაბორატორია რობოტიკის მიმართულებით სწორედ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდა. ამიტომ მინდა, ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ვუთხრა - არ არსებობს იდეა, რომელსაც ისინი ფრთებს ვერ შეასხამენ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785172072

ახალი ამბები

სალომე ლომიძე: მიზანმა გაამართლა - წარმატებით გავიარე სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა და ამჟამად დასაქმებული ვარ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში

„სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა საშუალებას მაძლევდა, რომ ის თეორიული ცოდნა, რაც უნივერსიტეტში მივიღე, პრაქტიკაში განმეხორციელებინა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიან...

სალომე ლომიძე:

1785171753

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: არ იქნებოდა ქართველიშვილი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, ვინც მსგავს განაცხადს გააკეთებდა, რადგანაც აქ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ლოგიკამ გამოიწვია ეს ყველაფერი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ სახალხო მოძრაობის დაფუძნების თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანჯაფარიძის განცხადებით, სწორედ ბოლო პერი...

ააა

1785169381

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამ...

პროკურატურაპროკურატურა

1785168651

ახალი ამბები

მამუკა რეხვიაშვილი: რუსთავის მერის 6 თვის საქმიანობის ანგარიში ნათლად ასახავს, რომ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი განხორციელდა

რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქმიანობის 6 თვის ანგარიშით წარსდგა. ქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ისეთ პრიორიტეტებზე, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუ...

მამუკა რეხვიაშვილი

1785167860

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

„პარი სენ-ჟერმენმა“ 2026/2027 წლის საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო. პირველ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას იღებდა ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც. საქართვე...

ხვიჩა კვარაცხელია