გივი მიქანაძემ თურქ კოლეგასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრმა იუსუფ თექინმა უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მრავალწლიან, მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
გივი მიქანაძემ თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, თურქეთის რესპუბლიკის ხელშეწყობით, საქართველოში არაერთი საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება.
აღინიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაფართოება გამორჩეული პრიორიტეტია. ამ მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომლის წევრებიც უახლოეს მომავალში დაიწყებენ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე.
თავის მხრივ, იუსუფ თექინმა ქართულ მხარესთან პარტნიორობის გაძლიერებისა და საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა გამოხატა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების შემუშავებისა და ხელმოწერის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დოკუმენტის დროულად გაფორმების მნიშვნელობას, რაც განათლების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
მინისტრების შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, ასევე ორი სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლები.
1785171753
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: არ იქნებოდა ქართველიშვილი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, ვინც მსგავს განაცხადს გააკეთებდა, რადგანაც აქ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ლოგიკამ გამოიწვია ეს ყველაფერი
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ სახალხო მოძრაობის დაფუძნების თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანჯაფარიძის განცხადებით, სწორედ ბოლო პერი...
1785169381
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამ...
1785168651
ახალი ამბებიმამუკა რეხვიაშვილი: რუსთავის მერის 6 თვის საქმიანობის ანგარიში ნათლად ასახავს, რომ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი განხორციელდა
რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქმიანობის 6 თვის ანგარიშით წარსდგა. ქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ისეთ პრიორიტეტებზე, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუ...
1785167860
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
„პარი სენ-ჟერმენმა“ 2026/2027 წლის საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო. პირველ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას იღებდა ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც. საქართვე...
1785164811
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: არ შეიძლება პატარა ქვეყანას დააბრალო ისეთი რამ, რამაც შეიძლება განაპირობოს მისი ყოფნა-არყოფნა, ეკონომიკური დივერსია მოახდინო ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც არათუ არაფერს აშავებს, არამედ ზედმიწევნით იცავს ყველანაირ პირობას
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილება შეაფასა. მისი თქმით, არ შეიძლება ე...































