სალომე ლომიძე: მიზანმა გაამართლა - წარმატებით გავიარე სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა და ამჟამად დასაქმებული ვარ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში

„სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა საშუალებას მაძლევდა, რომ ის თეორიული ცოდნა, რაც უნივერსიტეტში მივიღე, პრაქტიკაში განმეხორციელებინა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელმა სალომე ლომიძემ.

როგორც სალომე ლომიძემ აღნიშნა, საჯარო სამსახურში საქმიანობით, კერძოდ კი, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გავლით პირველად საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის დამამთავრებელ კურსზე სწავლისას დაინტერესდა.

სალომე ლომიძემ წარმატებით გაიარა პროგრამა და დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელია.

„მიზანმა გაამართლა - წარმატებით გავიარე აღნიშნული სტაჟირების პროგრამა, შემდგომ, იმ პერიოდში გამოცხადებულ კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა და ამჟამად დასაქმებული ვარ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში“, - აღნიშნა სალომე ლომიძემ.

მთავრობა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებულ ანაზღაურებად სტაჟირებაზე მორიგი ნაკადის მისაღებად განაცხადების მიღებას მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან კიდევ ერთხელ გამოაცხადებს. პროგრამის გავლის საშუალება დაახლოებით 3 000 ახალგაზრდას ექნება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785169381

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამ...

პროკურატურაპროკურატურა

1785168651

ახალი ამბები

მამუკა რეხვიაშვილი: რუსთავის მერის 6 თვის საქმიანობის ანგარიში ნათლად ასახავს, რომ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი განხორციელდა

რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქმიანობის 6 თვის ანგარიშით წარსდგა. ქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ისეთ პრიორიტეტებზე, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუ...

მამუკა რეხვიაშვილი

1785167860

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

„პარი სენ-ჟერმენმა“ 2026/2027 წლის საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო. პირველ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას იღებდა ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც. საქართვე...

ხვიჩა კვარაცხელია

1785164811

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: არ შეიძლება პატარა ქვეყანას დააბრალო ისეთი რამ, რამაც შეიძლება განაპირობოს მისი ყოფნა-არყოფნა, ეკონომიკური დივერსია მოახდინო ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც არათუ არაფერს აშავებს, არამედ ზედმიწევნით იცავს ყველანაირ პირობას

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილება შეაფასა. მისი თქმით, არ შეიძლება ე...

გია ვოლსკი

1785164553

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო სექტორის განვითარება ახალ ეტაპზე არის გადასული

„ყველა მიმართულებით და ყველა რეჟიმში გვაქვს ზრდა, ეს იქნება იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, თუ ადგილობრივი გადაზიდვები და ეს ცალსახად არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებ...

თამარ იოსელიანი