ბაჩო ოდიშარია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე: „დიფ სთეითის“ წნეხი და გავლენები ეიზენჰაუერმა საკუთარ თავზე გამოცადა და ღიად გააფრთხილა მსოფლიო, მისგან თავი დაეცვათ, ჩვენთან კი, სასარგებლო იდიოტებს მისი არსებობის დაჯერება ეგოიმებათ

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერზე წერს, რომელიც მიუხედავად მშვიდი და გაწონასწორებული შიდა, თუ გარე პოლიტიკისა, მაინც იძულებული გახდა „დიფ სთეითის“ ბრძანებები აღესრულებინა, რის შესახებაც ყოფილმა პრეზიდენტმა გამოსამშვიდობებელ მიმართვაში ისაუბრა და საზოგადოება გააფრთხილა, მილიტარისტული ინდუსტრიული კომპლექსის ძალაუფლების აღზევებაზე.

ბაჩო ოდიშარიას თქმით, საბოლოოდ, ეიზენჰაუერის სიტყვები წინასწარმეტყველება აღმოჩნდა, რომელიც რეალობად იქცა, „დიფ სთეითის“ წნეხი და გავლენები მან საკუთარ თავზე გამოცადა. საქართველოში კი, სასარგებლო იდიოტებს, მისი არსებობის დაჯერება „ეგოიმებათ“.

„ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი, რომელმაც რასულ დესეგრეგაციას ჩაუყარა საფუძველი, კორეის ომი ესკალაციის ნაცვლად მოლაპარაკებით დაასრულა, მაკარტიზმის ისტერიას მშვიდი და გაწონასწორებული შიდა პოლიტიკა არჩია და სხვა, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა ამერიკაში, მაინც გახდა იძულებული, „დიფ სთეითის“ ბრძანებები აღესრულებინა, რისი შედეგიც იყო ირანის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის მოსადეყის დამხობა და გვატემალაში მემარცხენე განწყობების პრეზიდენტის ჩამოგდება. როდესაც პოსტს ტოვებდა, გამოსამშვიდობებელ მიმართვაში, ეიზენჰაუერმა საზოგადოება გააფრთხილა მილიტარისტული ინდუსტრიული კომპლექსის ძალაუფლების აღზევებაზე: „მთავრობის სათავეებში, ჩვენ თავი უნდა დავიცვათ, რომ სამხედრო ინდუსტრიულმა კომპლექსმა უკონტროლო გავლენა არ მოიპოვოს. არსებობს და მომავალშიც იარსებებს კატასტროფული საფრთხე იმისა, რომ ძალაუფლება არასწორად გადანაწილდეს”.

საბოლოოდ, მისი სიტყვები წინასწარმეტყველება გამოდგა, რომელიც რეალობად იქცა. „დიფ სთეითის“ წნეხი და გავლენები ეიზენჰაუერმა საკუთარ თავზე გამოცადა და ღიად გააფრთხილა მსოფლიო, მისგან თავი დაეცვათ. ჩვენთან კი, სასარგებლო იდიოტებს, მისი არსებობის დაჯერება ეგოიმებათ“, - წერს ბაჩო ოდიშარია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750519615

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს მოეხსნა ნასამართლობა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მისთვი...

მიხეილ ყაველაშვილი

1750518888

ახალი ამბები

პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დ...

პროკურატურა

1750516318

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ბატონი ჰერჩინსკი და კიდევ რამდენიმე ელჩი პირდაპირ იქცნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ ლობისტებად, არამედ წევრებად

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბატ...

ირაკლი კირცხალია

1750515297

ახალი ამბები

მეუფე შიო: გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი, გამოჩნდა საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი, მისი რეაბილიტაციის პროცესისადმი

„დღეს გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი, გამოჩნდა საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი, მისი რეაბილიტაციის პროცესისადმი“, -...

ლლლ

1750512781

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი: აჭარა საზღვაო ტურისტულ სეზონს განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ხვდება

ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მი...

სულხან თამაზაშვილი