ლევან მახაშვილი 20 ივნისის მოვლენებზე: ალბათ, მთავარი საპირწონე უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო

ალბათ, მთავარი საპირწონე უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, რომელმაც თქვა, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები, როდესაც საქმე ეხება კონკრეტული დანაშაულის ჩადენას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმს და ა.შ. - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს.

ლევან მახაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

„ჩვენ რაც ვიხილეთ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, აქ იყო ბევრი კითხვაც და ბევრი პასუხიც, მაგრამ ალბათ მთავარი საპირწონე ეს უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, რომელმაც თქვა, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები, როდესაც საქმე ეხება კონკრეტული დანაშაულის ჩადენას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმს და ა.შ. თუმცა, ამავე სასამართლომ დასვა კითხვები მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რამდენად პროპორციულად იყო გამოყენებული ესა თუ ის ძალა და რაც მთავარია, შეიძლებოდა თუ არა ამ ძალის თავიდან არიდება. ამიტომ, ამ კითხვებსაც, რა თქმა უნდა, სჭირდება პასუხები," - აცხადებს ლევან მახაშვილი.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს, პასუხს გამოძიება გასცემს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი დაწყებულია. მმართველი გუნდის შეფასებით, არსებობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 20 ივნისის საქმის გამოძიების ეფექტიანად ჩატარების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საჭიროა გამოძიებამ სისტემურად გააანალიზოს საკითხი და შეისწავლოს რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან ოპერაციის დაგეგმვა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750425500

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7268 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7270 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

 ვალუტის კურსი

1750424692

მსოფლიო

მედია: ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშია, ისმის აფეთქებების ხმა

ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშის სირენებია ჩართული. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით რაკეტა გაუშვა. აფეთქებების ხმა ისმის...

ისრაელიისრაელი

1750422848

საზოგადოება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, იურიდიულ სა...

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტ

1750421736

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ბაია პატარაიას განცხადებით „საფარს“ გაუნადგურებია თურმე თავისი არქივი, ერთადერთი, რაზეც შეიძლება ამან ჩვენ დასკვნამდე მიგვიყვანოს, არის ის, რომ იქ იყო ის სქემები, ის მოცემულობა, რომელიც თავსებადი არ იყო კანონმდებლობასთან

„ბაია პატარაიას განცხადებით „საფარს“ გაუნადგურებია თურმე თავისი არქივი, ერთადერთი, რაზეც შეიძლება ამან ჩვენ დასკვნამდე მიგვიყვანოს, არის ის, რომ იქ იყო ის სქემები, ის მოცემულობა, რომელიც თავსებადი არ...

დავით მათიკაშვილი

1750420641

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დღეს 20 ივნისია, დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა

დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. როგორ...

შალვა პაპუაშვილი