ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძის განმარტებით, კანონპროექტის მომზადება განაპირობა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულების შედეგად დაზარალებული პირებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის აუცილებლობამ.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ახალი რედაქციით ყალიბდება სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრა სოციალური დაცვის ღონისძიების გამოყენებისას სისხლის სამართლის კანონის უკუძალის საკითხი. კერძოდ, სოციალური დაცვის ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ იმ კანონის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს სასამართლოში საქმის გადაწყვეტის დროს.
კოდექსს ემატება ახალი თავი, რომელიც დეტალურად არეგულირებს საქართველოდან გასვლის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და თავისებურებებს.
მისი თქმით, საქართველოდან გასვლის აკრძალვა არის სოციალური დაცვის ღონისძიება და მისი მიზანია პირის მიერ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის თავის არიდების პრევენცია.
„თავად საქართველოდან გასვლის აკრძალვა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი მოვალეა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი დაზარალებულს აუნაზღაუროს გონივრულ ვადაში და არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.
1750427189
საზოგადოებალევან მახაშვილი 20 ივნისის მოვლენებზე: ალბათ, მთავარი საპირწონე უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო
ალბათ, მთავარი საპირწონე უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, რომელმაც თქვა, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ძალისმიე...
1750426894
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება, რომელიც მზია ამაღლობელს ეხება. „ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდ...
1750425500
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7268 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7270 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1750424692
მსოფლიომედია: ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშია, ისმის აფეთქებების ხმა
ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშის სირენებია ჩართული. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით რაკეტა გაუშვა. აფეთქებების ხმა ისმის...
1750421736
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ბაია პატარაიას განცხადებით „საფარს“ გაუნადგურებია თურმე თავისი არქივი, ერთადერთი, რაზეც შეიძლება ამან ჩვენ დასკვნამდე მიგვიყვანოს, არის ის, რომ იქ იყო ის სქემები, ის მოცემულობა, რომელიც თავსებადი არ იყო კანონმდებლობასთან
„ბაია პატარაიას განცხადებით „საფარს“ გაუნადგურებია თურმე თავისი არქივი, ერთადერთი, რაზეც შეიძლება ამან ჩვენ დასკვნამდე მიგვიყვანოს, არის ის, რომ იქ იყო ის სქემები, ის მოცემულობა, რომელიც თავსებადი არ...