რატი იონათამიშვილი: ის რეალობა, რაც ევროპულ სტრუქტურებში შეიქმნა, პირველ რიგში შემაშფოთებელია თვითონ ევროპისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის - ორმაგი სტანდარტი ევროპული სტრუქტურების სავიზიტო ბარათად იქცა

ის რეალობა, რაც ევროპულ სტრუქტურებში შეიქმნა, პირველ რიგში შემაშფოთებელია თვითონ ევროპისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
მისი თქმით, ორმაგი სტანდარტი ევროპული სტრუქტურების სავიზიტო ბარათად იქცა.
„მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ სიძულვილის ენა მათ ქვეყნებში არის ცუდი, მაგრამ საქართველოში სიძულვილის ენა არის ძალიან კარგი, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ წაახალისონ და დაასპონსორონ სიძულვილის ენა და კამპანია. ისინი ამბობენ, რომ ძალადობა ევროპულ ქვეყნებში არ არის კარგი, მაგრამ საქართველოში რაც უფრო მეტი იქნება ძალადობა, სწორედ ამ კონტექსტსა და ნარატივს აწერენ ხელს.
ისინი აცხადებენ, რომ საქართველოში არ უნდა იყოს გამჭვირვალე დაფინანსება. აქ ლოგიკური კითხვა ისმის - როგორ ხდება ის, რომ რაც კარგია ევროპულ ქვეყნებში ის ცუდი არის საქართველოში. საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ ყველაფერში ვხედავთ იმ ორმაგ სტანდარტებს და იმ რეალურ მიზნებს, რაც ამ ევრობიუროკრატებს გააჩნიათ ჩვენი ქვეყნის მაგალითზე. მათ არ აინტერესებთ არც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, არც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, მათ აინტერესებთ მხოლოდ ის, როგორ გამოიყენონ საქართველო იმ შავბნელი მიზნების განხორციელებისათვის, რომელიც ჩვენს რეგიონში „დიფ-სთეითს“ გააჩნია“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
1750433859
ახალი ამბებიპარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ
პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს შეხვდნენ. ბათუმში გამართულ შეხვედრას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარ...
1750431389
საზოგადოებაპროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის და...
1750427729
სპორტისაქართველოს ძიუდოს ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და ფინალშია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია. ჩვენმა გუნდმა 1/2-ფინალში 4:2 დაამარცხა იაპონიის ძლიერი გუნდი. ანგარიშზე 3:2 გადამწყვეტი ბრძოლა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ჩ...
1750427189
საზოგადოებალევან მახაშვილი 20 ივნისის მოვლენებზე: ალბათ, მთავარი საპირწონე უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო
ალბათ, მთავარი საპირწონე უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, რომელმაც თქვა, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ძალისმიე...
1750426894
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება, რომელიც მზია ამაღლობელს ეხება. „ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდ...