ბაჩო ოდიშარია: ომი ახარებთ და ბომბების წვიმას შენატრიან საქართველოში, მშვიდობას აქილიკებენ და ჩვენი ქვეყნის დასანქცირებას ნატრულობენ

„უსამშობლოებით და აგენტებით რომ არის დაკომპლექტებული სრულად ოპოზიციური ველი, „ენჯეოებიდან“ ტელევიზიებამდე, ამის აბსოლუტურად ყველა ფაქტობრივი მტკიცებულება არსებობს“, - ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია წერს სოციალურ ქსელში.

ოდიშარიას განცხადებით, ქართულ ოპოზიციაში რეალურად ქართული არაფერია, რამდენადაც ისინი მშვიდობის ნაცვლად ტყვიების წვიმას და ომს ნატრულობენ საქართველოში.

მისივე თქმით, მათთვის მხოლოდ საკუთარი ინტერესები და შესაბამისი პოლიტიკური გემოვნების მქონე საზოგადოებაა მნიშვნელოვანი, დანარჩენ ყველას კი აქილიკებენ და მათ გარდაცვალებას ზეიმობენ.

„უსამშობლოებით და აგენტებით რომ არის დაკომპლექტებული სრულად ოპოზიციური ველი, ენჯეოებიდან ტელევიზიებამდე, ამის აბსოლუტურად ყველა ფაქტობრივი მტკიცებულება არსებობს. ეს არიან სუბიექტები, ვისაც ომი ახარებთ და ბომბების წვიმას შენატრიან საქართველოში, მშვიდობას აქილიკებენ და ჩვენი ქვეყნის დასანქცირებას ნატრულობენ, მათგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანთა გარდაცვალებას ზეიმობენ, ერის სიხარულს - ეროვნული ნაკრების და ქართველი სპორტსმენების გამარჯვებებს მხოლოდ მაშინ გულშემატკივრობენ, თუ პოლიტიკური გემოვნება აქვთ საერთო, სხვა ქვეყნის დროშებში გახვეულები ევედრებიან უცხო ქვეყნებს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება მოახდინონ, სასულიერო პირებიც (ყოფილი) კი აგენტები ჰყავთ, ირწმუნებიან რომ სიმართლე მათ მხარესაა და დებატებს გაურბიან ტყვიასავით, ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართო და მეხუთე კოლონად გააფორმეს საკუთარი თავი; მოკლედ, არაფერი ქართული მათში არაა,“ - წერს ბაჩო ოდიშარია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772365852

ახალი ამბები

შაკო კუჭაშვილი კომპანია „მეამაზე”: იმ ტელეკომპანიასთან გასულმა რეკლამებმა უამრავი დივიდენდი მოგიტანა, ვისაც ახლა გარე დავალებით ემიჯნები - შენ იმსახურებ ბოიკოტს ქართველი ხალხისგან!

სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კომპანია „მეამა” ქართველი ხალხისგან ბოიკოტს იმსახურებს. კუჭაშვილი ამით „მეამას” დირექტორის განცხადებას პასუხობს, რომელმაც უარი თქვა „იმედთ...

შაკო კუჭაშვილი

1772364504

ახალი ამბები

ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ, ირანის უზენაესი ლიდერის მოვალეობის შემსრულებლად აიათოლა ალირეზა არაფი დაინიშნა - ISNA

აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ ირანის უზენაესი ლიდერის მოვალეობის შემსრულებლად აიათოლა ალირეზა არაფი დაინიშნა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ISNA ავრცელებს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნო...

აიათოლა ალირეზა არაფი

1772361121

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად უნდა ვხედავდეთ, რომ სამეზობლოში მეოთხე ომისა და გარე უსამართლო წნეხის პირობებში, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, რეგიონში არსებულ დაძაბულ ვითარებას და ირანში დაწყებულ საომარ მოქმედებებს, სოციალურ ქსელში ეხიანება და აცხადებს,...

ცოტნე ანანიძე

1772359778

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე ოპოზიციის აქტივისტებს: სერგო ორჯონიკიძემაც ზუსტად ის გააკეთა რასაც თქვენ ცდილობთ - უცხოტომელებთან მივიდა და უთხრა, მე თქვენი იდეოლოგიის მიმდევარი ვარ და დამეხმარეთ, ჩემს სამშობლოში მოწინააღმდეგეები გავანადგურო

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის აქტივისტებს მიმართავს, რომ ისინიც ზუსტად იმავე გზას ადგანან, რასაც სერგო ორჯონიკიძე. ჩიხელიძეს სწორედ ორჯონიკიძის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ოპოზიცია უცხო ძალები...

დავით ჩიხელიძე

1772358008

ახალი ამბები

ირანი აცხადებს, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ სკოლაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 108 ადამიანი დაიღუპა

ირანის სამხრეთით მდებარე სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 108 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი პროკურორის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, აფეთქება მაშინ მო...

ირანი აცხადებ