კომპანია „მეამა“ - ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან - „TV იმედთან“ და „პოს TV-სთან“ თანამშრომლობაზე
„გვსურს გავაკეთოთ განმარტება ჩვენ კომპანიასთან დაკავშირებით აგორებულ ცრუ კამპანიაზე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, ტვ იმედთან და პოს ტვ-სთან თანამშრომლობაზე“, - ამის შესახებ კომპანია „მეამა“ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კომპანია განმარტავს, კონკრეტულმა მედიასაშუალებამ მათ დაუსვა კითხვა, სანქცირებულ ანგარიშზე მათი მხრიდან თანხა გადაირიცხებოდა თუ არა, შესაბამისად, მათ ამ შეკითხვას გასცეს პასუხი.
„კონკრეტული მედიის მხრიდან იყო დასმული შეკითხვა, მოხდებოდა თუ არა ჩვენი კომპანიის მხრიდან სანქცირებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, რაზეც იყო გაცემული კონკრეტული პასუხი, რომ მსგავსი ტრანზაქცია ვერ განხორციელდებოდა. ჩვენი კომპანიისათვის მნიშვნელოვანია რეკლამა განთავსდეს ყურებად მედიასაშუალებებში, რის გარეშეც შესაძლებელია კომპანიამ მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიიღოს, ამიტომ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება რეკლამის განთავსება ორივე ხსენებული ტელევიზიის ეთერში“, - ნათქვამია განცხადებაში.
1772372601
ახალი ამბებიირანელმა აიათოლა შირაზიმ აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადა
ირანელმა აიათოლა შირაზიმ შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. „მთავარი დამნაშავეები არიან აშშ-ის მთავრობა და ბოროტი სიონისტური რეჟიმი. შუ...
1772370553
ახალი ამბებილაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ვერცხლის პრიზიორია
ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა – ქართველი ძიუდოისტი ფინალში აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან ვაზარითა და ი...
1772369288
ახალი ამბებისახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ მოხდა ჩანაწერის შესწავლა და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია - სახალხო დამცველი
„ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა, სახალხო დამცველის წარმომადგენელმ...
1772366350
ახალი ამბებიგია აბაშიძე: „მეამას“ ვითომ მედასავლეთე დირექტორმა ლაშა შარიქაძემ „პოსტივისა“ და „იმედს“ ბოიკოტი გამოუცხადა, ამ ტელეარხების მრავალრიცხოვანი მაყურებლის ბოიკოტით კომპანიას დააზარალებს ეს ანგაჟირებული მარკეტოლოგი
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში „მეამას” განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „იმედთან და „პოსტივისთან” თანამშრომლობას წყვეტს. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, „მეამა” ჩართულია რადიკალების ქო...
1772365852
ახალი ამბებიშაკო კუჭაშვილი კომპანია „მეამაზე”: იმ ტელეკომპანიასთან გასულმა რეკლამებმა უამრავი დივიდენდი მოგიტანა, ვისაც ახლა გარე დავალებით ემიჯნები - შენ იმსახურებ ბოიკოტს ქართველი ხალხისგან!
სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კომპანია „მეამა” ქართველი ხალხისგან ბოიკოტს იმსახურებს. კუჭაშვილი ამით „მეამას” დირექტორის განცხადებას პასუხობს, რომელმაც უარი თქვა „იმედთ...































