„ბრალდებული მობილურში უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს, რაც უკანონოდ გაუგზავნა რამდენიმე პირს“ - დაკავებულია 1 პირი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავის მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს, რაც სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გაუგზავნა რამდენიმე პირს.

კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 15 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784120208

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული...

მებაჟე ოფიცრებმა

1784118822

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: აგენტებს სურთ ხელისუფლებაში მოსვლა, ქვეყანა ომში რომ ჩართონ და როდესაც ნანგრევების აშენებისთვის ტრანშები წამოვა, ჯიბეში ჩაილაგონ, 2008 წელს აქვთ ეს გამოცდილება

„ქვეყანა თუ იქნება განადგურებული ასეთი არც ტრილიონები და არანაირი ფული არ გვსურს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. ლევან მაჭავარი...

ლევან მაჭავარიანი

1784117946

ახალი ამბები

შიო მესამე: დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი საქართველოშია დაბრძანებული

„დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი საქართველოშია დაბრძანებული. ძვირფასო ძმებო და...

პატრიარქი შიო მესამე

1784117100

ახალი ამბები

პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის, დააკავა ერთი პირი, ხოლო ერთი პირის მიმართ, რომელსაც ბრალდება დაუსწრებლად...

საქართველო

1784115992

საზოგადოება

ივნისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 10.4%-ით გაიზარდა და 348.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 348.3 მლნ აშშ დოლარი (925.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.4%-ით (32.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს