ლევან მაჭავარიანი: აგენტებს სურთ ხელისუფლებაში მოსვლა, ქვეყანა ომში რომ ჩართონ და როდესაც ნანგრევების აშენებისთვის ტრანშები წამოვა, ჯიბეში ჩაილაგონ, 2008 წელს აქვთ ეს გამოცდილება
„ქვეყანა თუ იქნება განადგურებული ასეთი არც ტრილიონები და არანაირი ფული არ გვსურს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
ლევან მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში, აი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან. მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული“.
„გვარამია და ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ვეღარ იკავებს თავს, ამჟღავნებენ, გული ძალიან სწყდებათ, რომ საქართველო არ არის ომის მონაწილე, იგივე მდგომარეობაში არ არის, რა მდგომარეობაშიცაა უკრაინა. მანამდე ლომჯარია, „ნაცებიდან“ საყვარელიძე ამჟღავნებდნენ ამას. ამ აგენტებს სურთ ხელისუფლებაში მოსვლა, რომ საქართველო ომში ჩართონ და როდესაც ნანგრევების აშენებაზე იქნება საუბარი, რაღაცა ტრანშები წამოვა, ეს ტრანშები ჯიბეში ჩაილაგონ და გამდიდრდნენ. ეს არის ყოვლად ამორალური, მოღალატეობრივი განცხადება მისი მხრიდან, რომელიც ნამდვილად წამოცდენაა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ ძალიან მსხვილი ტრანშები წამოვიდა, არსებობს ეჭვი, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ რიგი ჩინოვნიკი ამ ტრანშებით გამდიდრდა.
„საუბარია შეიარაღების გაყიდვაზეც, რომელიც საქართველოს ჰქონდა, ტრანშებიდან ჯიბეში ფულის ჩადებაზე. მათ აქვთ ეს გამოცდილება და კიდევ ერთხელ უნდათ ეს ყველაფერი დიდი სიამოვნებით გაიმეორონ“, - დასძინა მმართველი გუნდის დეპუტატმა.
1784120208
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული...
1784119654
ახალი ამბები„ბრალდებული მობილურში უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს, რაც უკანონოდ გაუგზავნა რამდენიმე პირს“ - დაკავებულია 1 პირი
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართვე...
1784117946
ახალი ამბებიშიო მესამე: დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი საქართველოშია დაბრძანებული
„დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი საქართველოშია დაბრძანებული. ძვირფასო ძმებო და...
1784117100
ახალი ამბებიპროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის, დააკავა ერთი პირი, ხოლო ერთი პირის მიმართ, რომელსაც ბრალდება დაუსწრებლად...
1784115992
საზოგადოებაივნისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 10.4%-ით გაიზარდა და 348.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2026 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 348.3 მლნ აშშ დოლარი (925.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.4%-ით (32.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენ...






























