ჩიხელიძე: ორგანიზაცია, რომელიც დემოკრატიის მონიტორინგს და ნდობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, თავად არის პოლიტიკურ ინტერესებში ჩართული, მისი შეფასებები სანდოობას კარგავს, ასეთ პირობებში ENEMO საქართველოს დემოკრატიულ პროცესს ვერ ამყარებს

„არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპულმა ქსელმა“ (ENEMO) განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები კანონის აღსრულებისთვის გააკრიტიკა. მათი ფორმულირება, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღება ხელს უშლის არჩევნებზე დაკვირვებას, ცალსახად პოლიტიზებული და რეალობას აცდენილია“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩიხელიძე წერს, ENEMO-ს განცხადება ვერ აღიქმება როგორც სანდო საერთაშორისო შეფასება.
„პირველი მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ თავად ორგანიზაცია, რომელსაც ENEMO გულისხმობს – „სამართლიანი არჩევნები“ – უკვე დაყადაღებამდე აცხადებდა, რომ არჩევნებზე დაკვირვებას არ აპირებდა. ამ ვითარებაში საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო დაკვირვების პროცესს ზღუდავს, მინიმუმ პარადოქსულად ჟღერს. შესაბამისად, აშკარად იკვეთება, რომ ENEMO-ს კრიტიკა სამართლებრივი არგუმენტებით არ არის გამყარებული და უფრო პოლიტიკურ პოზიციას ემსახურება.
მეორე ENEMO-ში დასაქმებულთა შემადგენლობა. მათი თანამშრომელია ელენე ნიჟარაძეა პირი, რომელიც ISFED-ს 2020 წელს ხელმძღვანელობდა, მაშინ როდესაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ ხმების პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა და ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს შეუწყო ხელი. ორგანიზაციაში დასაქმებულია ანა მიქელაძე, ცესკოს ყოფილი პრესსპიკერი, რომელიც ღიად არის დაკავშირებული „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. ENEMO-ში მუშაობს ნინო რიჟამაძეც, რომელიც წლების განმავლობაში (2011–2022) ISFED-ში მუშაობდა.
ამ ფონზე, ბუნებრივად ჩნდება კითხვა – რამდენად მიუკერძოებელია ENEMO-ს პოზიცია მაშინ, როცა იქ დასაქმებული ადამიანები ცალსახად მხარეს წარმოადგენენ, ობიექტური მონიტორინგის იდეა სწორედ იმაზე დგას, რომ დამკვირვებელი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს პირიქით – ორგანიზაციის შიგნით თავმოყრილი პირები ასოცირდებიან კონკრეტულ პარტიულ დღის წესრიგთან.
ამიტომაც, ENEMO-ს განცხადება ვერ აღიქმება როგორც სანდო საერთაშორისო შეფასება. უფრო მეტად, ის გვაგონებს იმ პოლიტიკურ რიტორიკას, რომელსაც წლების განმავლობაში გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები იყენებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. შედეგი კი ყოველთვის ერთია – რეალური პრობლემების ადეკვატური შეფასების ნაცვლად, საზოგადოება იღებს პოლიტიზებულ გზავნილებს, რომლებიც თავად დემოკრატიული პროცესების მნიშვნელობას აკნინებს.
დასასრულს, უნდა ითქვას: თუ ორგანიზაცია, რომელიც დემოკრატიის მონიტორინგს და ნდობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, თავად არის პოლიტიკურ ინტერესებში ჩართული, მისი შეფასებები სანდოობას კარგავს. ასეთ პირობებში ENEMO საქართველოს დემოკრატიულ პროცესს ვერ ამყარებს, არამედ პირიქით – ნდობის რღვევასა და ინსტიტუციური სტაბილურობის დაკნინებას უწყობს ხელს“, - წერს ჩიხელიძე.
1756899603
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ეს არის ის მდიდარი ენჯეოები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში არ ეწევიან იმ საქმიანობას, რაც არის გაწერილი მათი წესდებით და თავიდან ბოლომდე არიან ჩართულები რადიკალურ პროცესებში
„ეს არის ის მდიდარი ენჯეოები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში არ ეწევიან იმ საქმიანობას, რაც არის გაწერილი მათი წესდებით და თავიდან ბოლომდე არიან ჩართულები რადიკალურ პროცესებში“, - განაცხადა ფრაქცია...
1756898206
ახალი ამბებიკახა კალაძე: რა თქმა უნდა, ექნებათ მცდელობა, რომ როგორმე გაამწვავონ სიტუაცია, თუმცა შესაბამისი სამსახურები ამის შესაძლებლობას არავის მისცემენ
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. ეს ყველაფერი იმართება გარედან“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც ის ოპოზიციის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი...
1756896836
საზოგადოებაცესკოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალან...
1756896693
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჰელსინკის კომისია ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში დისკრედიტირებულია
ჰელსინკის კომისია ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში აბსოლუტურად დისკრედიტირებულია, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. „აშშ-...
1756892550
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი გუნდით მივალ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავისი გუნდით მივა. მისი თქმით, გუნდის წევრების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი. „ჩემი...