დავით ლორთქიფანიძე: სულიკო ასათიანს მარცხენა თვალი ჰქონდა გამოთხრილი, ყელი გამოგლეჯილი, ხელები დამტვრეული. მისმა მეუღლემ მითხრა, - „დენს შეიძლება ასეთი რამ გაეკეთებინაო?“ ყველამ იცის, რომ ის არც დენს მოუკლავს და არც შეტაკებაში დაღუპულა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისს მომხდარ დარბევაზე საუბრობს. მათ შორის, იხსენებს იმ ადამიანების ისტორიას, რომლის ცხედრებიც მაღაზიის სახურავზე იპოვეს.

„გათენდა და ყველამ გავიგეთ, რომ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიის სახურავზე იპოვეს ორი ადამიანის, სულიკო ასათიანის და ნიკა კვინტრაძის გვამები და გავრცელდა ხმა, რომ თითქოს ეს ადამიანები ელექტროენერგიის ზემოქმედებით დაიღუპნენ. სულიკო ასათიანს მე პირადად ვიცნობდი და არა ერთხელ ვნახე აქციების დროს. ის იყო ერთ-ერთი აქტიური ადამიანი და კომუნიკაციაში ვიყავით ერთმანეთთან. როდესაც ეს ამბავი გავიგე, დავინტერესდი, მოვიკითხე. დილით, 27-ში, სულიკოს შვილი წაიყვანეს ქუთაისის უშიშროების განყოფილებაში. დილით მიაკითხეს და ქუთაისში გამოუცხადეს პაატას, რომ დენით გარდაიცვალაო. პაატა ახალგაზრდა კაცია და უთხრა, რომ „სულ დაწვითო?“ - ასეთი რეაქცია ჰქონდა. იმდენად ბოროტები იყვნენ ინსტინქტურად უთხრა, რომ მთლიანად დაწვით თუ დატოვეთ რამეო. რაღაცები აუხსნეს, რომ ის შემთხვევით გარდაიცვალა. მან [პაატამ] მოითხოვა წყალი და აქ დაუშვა დიდი შეცდომა. დალია წყალი და როგორც აღმოჩნდა ამ წყალში გაურიეს რაღაც ნივთიერება და ამ ახალგაზრდას ამის შემდგომ დაემართა სერიოზული ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა, მის მდგომარეობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

დავით ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ ყველამ იცის, სულიკო ასათიანი არც დენს მოუკლავს და არც შეტაკებაში დაღუპულა. მისივე თქმით, როგორც ოჯახს აქვს ინფორმაცია, ის წაიყვანეს, მცხეთის იზოლატორში აწამეს და წამებაში ამოხადეს სული.

„შემდგომ დადგა დრო, როდესაც სულიკო უნდა დაესაფლავებინათ. როცა მივედით დასაფლავებაზე, გაკვირვებული დავრჩი, რომ 10-15 კაცი თუ იქნებოდა ეზოში. მოვიკითხე და მითხრეს, რომ „ბატონო დათო, თუ არ შეწუხდებით, გვერდზე გამოგვყევითო“. გავყევი, გვერდით არის ყოფილი სკოლის შენობა და იქ ეყენათ კამერა. ორი ადამიანი იყო, რომლებიც იწერდნენ ყველაფერს და მითხრეს, რომ ვინ მოვა დასაფლავებაზეო, რაც მიცვალებული ჩამოასვენესო აქ კამერა დგას და იწერენ, ვინც მოვა სამძიმარზე, მერე საღამოს მიდიან სახლში და აშინებენ, რომ არ გაბედოთ მისვლა, ისინი არიან მოღალატეები, კრემლის შემოყვანა უნდოდათ საქართველოში და რაღაც ამის მსგავსი. შევედით ოჯახში მიცვალებულის პატივსაცემად და ქალბატონი შორენა, ბატონი სულიკოს მეუღლე, მეუბნება, რომ „დათო გული ხომ გაქვს ძლიერიო“ . მე ვუთხარი, მგონი კი მეთქი და რაღაც უნდა გაჩვენოო და თუ რაღაც მაშინ შეიკავე თავიო. მიცვალებულთან მივედით, გადახადა მიცვალებულს, ჩემი თვალით დავინახე, რომ ადამიანს მარცხენა თვალი ჰქონდა გამოთხრილი და დაფარებული ჰქონდა სპეციალურ ხსნარში დამუშავებული თეთრი ბინტი. ყელი ჰქონდა გამოგლეჯილი, ხელები ჰქონდა დამტვრეული და მითხრა, რომ „აი, დენს შეიძლება ასეთი რაღაცები გაეკეთებინა ადამიანისთვისო?“ ასეთი სისასტიკე ჩაიდინეს და ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი არც დენს მოუკლავს და არც შეტაკებაში დაღუპულა. როგორც ოჯახს აქვს ინფორმაცია, უბრალოდ სამწუხაროდ, ვერ დადასტურდა ეს ინფორმაცია, ის წაიყვანეს, მცხეთის იზოლატორში აწამეს და წამებაში ამოხადეს სული“, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747654616

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ა...

გენ პროკურატურა

1747653676

საზოგადოება

ლუკა კურტანიძე: ბრძანება იყო, სამაგალითოდ დავესაჯეთ. თავისუფლების მოედანზე წრე შეკრეს და რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ. დათა ახალაია სპეცრაზმელს ეუბნება „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“

დაიწყო სამაგალითო დასჯა, მიზანმიმართულად ფიზიკური ანგარიშსწორება. რამდენიმე ათეული ადამიანი ხელკეტებით მისწორდებოდა, ყველაფერი ჩამომახიეს და ასე ნაცემ ნაბეგვი გამიყვანეს გარეთ, - განაცხადა ლუკა კურტან...

ლუკა კურტანიძე

1747651578

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ერთი მუჭა მოღალატეები და შულავრის კომიტეტები სამწუხაროდ ყოველთვის იყო საქართველოში

ერთი მუჭა მოღალატეები და შულავრის კომიტეტები სამწუხაროდ ყოველთვის იყო საქართველოში, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოჯახის სიწმინდისა...

დავით მათიკაშვილი

1747650383

საზოგადოება

ნათია თურნავა: ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობა დადებითი და პარტნიორულია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში სებ-ის 2024 წლის ანგარიში წარდგენისას, ეროვნული ბანკის საერთაშორისო თანამშრომლობის როლზე ისაუბრა და მეოთხე მუხლის პროგრამის ფარგლებში...

ნათია თურნავა

1747648082

საზოგადოება

სოზარ სუბარი: ადამიანმა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს იქ იდგა, მომწერა, რომ კიდევ ერთი ადამიანი, ნოდარ ცხადაძე ზესტაფონიდან, ქაშვეთის ტერიტორიაზე ჩაქოლეს იმ ღამეს და მოწმეებიც გვყავს, რომლებიც ამას დაადასტურებენო

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა, 2011 წლის 26 მაისის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, დარბევის ღამეს ქაშვეთის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი ადამი...

სოზარ სუბარი