დავით მათიკაშვილი: იმედია, შვედეთიდანაც კარგად იყურებიან ჩვენს ქვეყანაში და ხედავენ, რომ ქართველი ხალხის ნება-სურვილი ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოა

იმედია, შვედეთიდანაც კარგად იყურებიან ჩვენს ქვეყანაში და ხედავენ, რომ ქართველი ხალხის ნება-სურვილი არის ამ [ლგბტ] პროპაგანდის საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ, რატომ ითხოვენ საქართველოში იმ კანონის გაუქმებას, რომელიც მხოლოდ ლგბტ პროპაგანდას კრძალავს და არ არღვევს არავის უფლებებს.
„იმედია, შვედეთიდანაც კარგად იყურებიან ჩვენს ქვეყანაში და ხედავენ, რომ ქართველი ხალხის ნება-სურვილი არის ამ [ლგბტ] პროპაგანდის საწინააღმდეგო. ამიტომ მკაფიოდ დააფიქსირონ, რატომ ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან იმის საპირწონედ, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს რაიმე შეფერხება არ შეხვდეს, რატომ ითხოვენ იმ საკანონმდებლო სივრცის გაუქმებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდას კრძალავს და არ არღვევს ამ დროს არავის უფლებებს?!“ - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი. ჯესიკა როზენ კრანცს ულფ კრისტერსონის ნათქვამში კორექტივები შეაქვს და ამბობს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს წევრი სახელმწიფოებისგან, ან კანდიდატი ქვეყნებისგან კანონმდებლობაში ლგბტ ქორწინების ცნება მიიღონ.
1754497131
ახალი ამბებიშსს: ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოს გორში აღმოჩენილ ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, სიცრუეა
ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოს გორში აღმოჩენილ ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, არის სიცრუე, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტრო...
1754495487
ახალი ამბებიაღსრულების ეროვნული ბიურო: „ლელო საქართველოს“ მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა
„ლელო საქართველოს" მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა. შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა საქმისწარმოება, - ამის შესახებ ინფორმაცი...
1754493927
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: „დიფ სთეითის“ არსებობას არა თუ ვერავინ გამორიცხავს, ყველა ხედავს, რომ გაცილებით უფრო გამწვავებული გახდა მისი მოქმედებები, დღეს უკვე ბრიუსელის ბერკეტებს იყენებს არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრი მიმართულებით
„იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არის გამოყენებული გარკვეულ იარაღად „დიფ სთეითის“ მიერ იმისათვის, რომ ქვეყნებში ვითარება მართოს, ჯერ კიდევ კისინჯერი და ბჟეზინსკი ლაპარაკობდნენ“, - განაცხადა საქ...
1754492658
ახალი ამბებიპროკურატურა გიორგი ახობაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სააპ...
1754491717
ახალი ამბებიგიორგი ახობაძე მოსამართლის გადაწყვეტილებით პატიმრობიდან გაათავისუფლეს
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული გიორგი ახობაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო...