ლაშა აბაშიძე: ფოთი–თბილისი–ფოთის მიმართულებით ბლოკმატარებელი გაუმჯობესებული სერვისი და მნიშვნელოვანი სიახლეა მთლიანი სარკინიგზო სექტორისთვის

„საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, დავნიშნეთ ბლოკმატარებელი, რომელიც იმოძრავებს ფოთი–თბილისი–ფოთის მიმართულებით. ეს გაუმჯობესებული სერვისი და მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი მომხმარებლისთვის და მთლიანად სარკინიგზო სექტორისთვის“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.
საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, ახალი ბლოკმატარებელი რეისებს ამ ეტაპზე კვირაში 4-ჯერ შეასრულებს - წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის თანახმად. მატარებელი ფოთიდან 21:30 საათზე დაიძვრება და თბილისში 09:47-ზე ჩამოვა.
აღსანიშნავია, რომ კონტეინერებით ბლოკმატარებლის შევსების მიუხედავად, ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გაგზავნისა და ტერმინალში მიწოდების დრო.
„ბლოკმატარებელი საქართველოს რკინიგზის მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რომ პორტებში მიღებული ტვირთები თბილისში წინასწარ დადგენილი გრაფიკით ჩამოიტანონ, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადამზიდავი კომპანიებისა და ტერმინალების საქმიანობას.
ბლოკმატარებლის მუშაობა ასევე დამატებით ფინანსურ სარგებელს მოიტანს საქართველოს რკინიგზისთვის – გაიზრდება კომპანიის შემოსავალი“,- განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
ამასთან, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის განმარტებით, უახლოეს პერიოდში არსებულ მიმართულებას ბაქოს მიმართულებაც დაემატება და ბლოკმატარებელი ფოთი–ბაქო–ფოთის მარშრუტით შეასრულებს რეისებს.
1754498821
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: იმედია, შვედეთიდანაც კარგად იყურებიან ჩვენს ქვეყანაში და ხედავენ, რომ ქართველი ხალხის ნება-სურვილი ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოა
იმედია, შვედეთიდანაც კარგად იყურებიან ჩვენს ქვეყანაში და ხედავენ, რომ ქართველი ხალხის ნება-სურვილი არის ამ [ლგბტ] პროპაგანდის საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომ...
1754497131
ახალი ამბებიშსს: ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოს გორში აღმოჩენილ ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, სიცრუეა
ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოს გორში აღმოჩენილ ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, არის სიცრუე, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტრო...
1754495487
ახალი ამბებიაღსრულების ეროვნული ბიურო: „ლელო საქართველოს“ მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა
„ლელო საქართველოს" მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა. შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა საქმისწარმოება, - ამის შესახებ ინფორმაცი...
1754493927
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: „დიფ სთეითის“ არსებობას არა თუ ვერავინ გამორიცხავს, ყველა ხედავს, რომ გაცილებით უფრო გამწვავებული გახდა მისი მოქმედებები, დღეს უკვე ბრიუსელის ბერკეტებს იყენებს არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრი მიმართულებით
„იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არის გამოყენებული გარკვეულ იარაღად „დიფ სთეითის“ მიერ იმისათვის, რომ ქვეყნებში ვითარება მართოს, ჯერ კიდევ კისინჯერი და ბჟეზინსკი ლაპარაკობდნენ“, - განაცხადა საქ...
1754492658
ახალი ამბებიპროკურატურა გიორგი ახობაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სააპ...