გიორგი ვოლსკი: „დიფ სთეითის“ არსებობას არა თუ ვერავინ გამორიცხავს, ყველა ხედავს, რომ გაცილებით უფრო გამწვავებული გახდა მისი მოქმედებები, დღეს უკვე ბრიუსელის ბერკეტებს იყენებს არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრი მიმართულებით

„იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არის გამოყენებული გარკვეულ იარაღად „დიფ სთეითის“ მიერ იმისათვის, რომ ქვეყნებში ვითარება მართოს, ჯერ კიდევ კისინჯერი და ბჟეზინსკი ლაპარაკობდნენ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. იგი ამგვარად გამოეხმაურა „დიფ სთეითის“ თემაზე შეერთებულ შტატებში გაკეთებულ განცხადებებს, ასევე, ქართული ოპოზიციის შეფასებებს, რომ „დიფ სთეითი“ გამოგონილია.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობები სწორედ იმ დღის წესრიგზე იქნება აგებული, რომელიც არ ითვალისწინებს „დიფ სთეითის“ იდეებს და რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას, ნაცვლად იმ დღის წესრიგისა, რომელსაც ომი ჰქვია. „დიფ სთეითის“ არსებობას არა თუ ვერავინ გამორიცხავს, ყველა ხედავს, რომ გაცილებით უფრო გამწვავებული გახდა მისი მოქმედებები. დღეს უკვე ბრიუსელის ბერკეტებს იყენებს არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრი მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, CNN-ისა და MSNBC-ის ჟურნალისტები სიმართლის დაფარვის მიზნით იმავე ტაქტიკით მოქმედებენ, რომლითაც „დიფ სთეითის“ პროპაგანდის მანქანა.
ეროვნული დაზვერვის დირექტორის თქმით, ე.წ. რუსული ჭორის გამოძიების ფარგლებში „დიფ სთეითის“ არაერთი მოქმედი პირი გამოაშკარავდება.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟის თქმით კი, USAID-ისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, „დიფ სთეითის“ აპარატის შემადგენელი ნაწილია.
1754498821
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: იმედია, შვედეთიდანაც კარგად იყურებიან ჩვენს ქვეყანაში და ხედავენ, რომ ქართველი ხალხის ნება-სურვილი ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოა
იმედია, შვედეთიდანაც კარგად იყურებიან ჩვენს ქვეყანაში და ხედავენ, რომ ქართველი ხალხის ნება-სურვილი არის ამ [ლგბტ] პროპაგანდის საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომ...
1754497131
ახალი ამბებიშსს: ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოს გორში აღმოჩენილ ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, სიცრუეა
ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოს გორში აღმოჩენილ ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, არის სიცრუე, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტრო...
1754495487
ახალი ამბებიაღსრულების ეროვნული ბიურო: „ლელო საქართველოს“ მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა
„ლელო საქართველოს" მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა. შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა საქმისწარმოება, - ამის შესახებ ინფორმაცი...
1754492658
ახალი ამბებიპროკურატურა გიორგი ახობაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სააპ...
1754491717
ახალი ამბებიგიორგი ახობაძე მოსამართლის გადაწყვეტილებით პატიმრობიდან გაათავისუფლეს
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული გიორგი ახობაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო...