თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, 8 აგვისტოს რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების გამოცხადება იგეგმება

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პარასკევს, 8 აგვისტოს, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის უსახელო წარმომადგენელმა განუცხადა, წერს Reuters-ი.
აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, 6 აგვისტოს მოსკოვში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფისა და კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ „კარგად ჩაიარა“.
„რუსები შეერთებულ შტატებთან დიალოგის გაგრძელებით დაინტერესებულნი არიან. მეორადი სანქციები, როგორც ადრე, პარასკევს [8 აგვისტოს] იგეგმება“, - დასძინა მან.
როგორც ცნობილია, 8 აგვისტოს იწურება ბოლო, ათდღიანი ვადა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტაზე დასათანხმებლად და უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად მისცა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან „ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა“ და რომ მხარეებმა „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს.
1754497131
ახალი ამბებიშსს: ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოს გორში აღმოჩენილ ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, სიცრუეა
ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოს გორში აღმოჩენილ ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, არის სიცრუე, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტრო...
1754495487
ახალი ამბებიაღსრულების ეროვნული ბიურო: „ლელო საქართველოს“ მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა
„ლელო საქართველოს" მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა. შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა საქმისწარმოება, - ამის შესახებ ინფორმაცი...
1754493927
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: „დიფ სთეითის“ არსებობას არა თუ ვერავინ გამორიცხავს, ყველა ხედავს, რომ გაცილებით უფრო გამწვავებული გახდა მისი მოქმედებები, დღეს უკვე ბრიუსელის ბერკეტებს იყენებს არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრი მიმართულებით
„იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არის გამოყენებული გარკვეულ იარაღად „დიფ სთეითის“ მიერ იმისათვის, რომ ქვეყნებში ვითარება მართოს, ჯერ კიდევ კისინჯერი და ბჟეზინსკი ლაპარაკობდნენ“, - განაცხადა საქ...
1754492658
ახალი ამბებიპროკურატურა გიორგი ახობაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სააპ...
1754491717
ახალი ამბებიგიორგი ახობაძე მოსამართლის გადაწყვეტილებით პატიმრობიდან გაათავისუფლეს
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული გიორგი ახობაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო...