დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ილია მეორის გარდაცვალებაზე დასავლელი ბიუროკრატების დუმილს. ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ დასავლეთში არ იციან, ვის მიუსამძიმრონ.

ქართველიშვილმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მწუხარებას გამოხატავენ ქუჩებში გამოსული მილიონ ნახევარი ქართველის მიმართ, მოუწევთ ირიბად იმ მთავრობის აღიარებაც, რომელსაც ახლა არალეგიტიმურად ცნობენ.

„ახლა დასავლეთში არ იციან რა ქნან. ამ ხალხს მიუსამძიმრონ? მაშინ ირიბად ამ ხალხის არჩევანიც უნდა ცნონ იმ ხელისუფლების სახით, რომელსაც ამდენმა ადამიანმა ხმა მისცა, თავად კი არალეგიტიმურად მოიხსენიებენ. მაგრამ, თუ მათთვის ქართველ ხალხს კვლავ წარმოადგენს ლომჯარია და გვარამია, მაშინ მათ მაინც უნდა მიუსამძიმრონ“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ უკანასკნელ დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა დასავლურ ბიუროკრატიას, რომ მათი მხრიდან ქვეყნისათვის ძირგამომთხრელ საქმიანობას არ დაუშვებს.

„წარმოიდგინეთ, ჯო უილსონები გვეუბნებოდნენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა „ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ“, „დემოკრატიის უკუსვლა“, „აღშფოთებული შეშფოთება“ და ა.შ. ეს წინადადებები ზეპირად გვახსოვს. დაინახეს, მილიონ ნახევარი ქართველი, რომელიც მდუმარებაში, გლოვასა და სევდაში მიდიოდა სულიერ მამასთან გამოსამშვიდობებლად. ახლა კი დასავლეთში არ იციან რა ქნან.

ამ ხალხს მიუსამძიმრონ? მაშინ ირიბად ამ ხალხის არჩევანიც უნდა ცნონ იმ ხელისუფლების სახით, რომელსაც ამდენმა ადამიანმა ხმა მისცა, თავად კი არალეგიტიმურად მოიხსენიებენ. მაგრამ, თუ მათთვის ქართველ ხალხს კვლავ წარმოადგენს ლომჯარია და გვარამია, მაშინ მათ მაინც უნდა მიუსამძიმრონ. ბუნებრივია, ამასაც არ აკეთებენ, რადგან ხვდებიან, რა აბსურდშიც მოხვდებიან. ეს დასავლური ძალები კომაში აღმოჩნდნენ და მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.

ქართველმა ხალხმა ამ ხუთი დღის განმავლობაში მათ მცდელობას, არარსებულ, ვირტუალურ ქართველ ხალხზე დაყრდნობით და მასზე აპელირებით აეგოთ მომავალი და წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა, წერტილი დაუსვა. ქართველმა ხალხმა დაამსხვრია ბიუროკრატიისა და ჯო უილსონების ბაბილონის გოდოლი.

გაგახსენებთ, ჯო უილსონი სწორედ ის ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელმაც ამერიკის ჰელსინკის ჯგუფის დიდი ხნის წინ დაანონსებულ ანტიქართულ შეკრებაზე 21 წევრიდან მხოლოდ სამის შეკრება მოახერხა“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774627339

ახალი ამბები

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს - კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ისინ...

კომპანია CMC-ი

1774624101

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: რადიკალებში რომ ბრიუსელის მიერ არის ჩადებული ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება, ეს ჩანს იქიდანაც, რომ მათ არ აქვთ გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს დედა ეკლესია, რა არის სარწმუნოება და ღმერთი

 რადიკალების მიერ ეკლესიაზე თავდასხმას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. „როგორ შეიძლება, ჩვენ, მორწმუნეებმა, ღმერთთან მებრძოლ ადამიანებს მოვთხოვოთ რაიმე სიბრძნე?“, - განაცხ...

ექსპერტი

1774622403

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია: მინდა გამოვეხმაურო საპატრიარქოში განხეთქილების შეტანის მოსურვეებს ე.წ. ოპოზიციაში - გასაგებად აღნიშნა მისმა უწმინდესობამ 2017 წელს თავისი პოზიცია და მოსაყდრედ გამოარჩია მეუფე შიო, უწესიერესი ადამიანი

რადგან ამ თემებს ვეხები ეს ბოლო პერიოდია, მინდა ასევე გამოვეხმაურო საპატრიარქოში განხეთქილების შეტანის მოსურვეებს ე.წ ოპოზიციაში, მათ წუხილებს ანდერძზე და ა.შ. გასაგებად აღნიშნა მისმა უწმინდესობამ, 20...

გიორგი გამსახურდია

1774622284

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შეხვედრაზე კულტურისა და განათლების სფეროში...

გიორგი გაბუნია

1774622180

ახალი ამბები

შარმანაშვილი ოპოზიციაზე: იმდენად სძულთ ქართველი ერის ერთობის იდეა, რომ როცა სასიკვდილო სარეცელზე იწვა პატრიარქი ჰოსპიტალში, მაშინაც კი აგრძელებდნენ ხალხის მოწამვლას

„იმდენად სძულთ ქართველი ერის ერთობის იდეა, რომ როდესაც სასიკვდილო სარეცელზე იწვა პატრიარქი ჰოსპიტალში, მაშინაც კი აგრძელებდნენ ამ საზიზღარი გამონათქვამებით ხალხის მოწამვლას“, - ასე ეხმაურება მმართველი...

თენგიზ შარმანაშვილი