დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ყველასთვის არის საყურადღებო, რომ ეს არის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება, დანარჩენი ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი
კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის არის საყურადღებო, რომ ეს რის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. დანარჩენი ყველაფერი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი, - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მან ისაუბრა პატრიარქის დაწერილ ანდერძზე, რომელიც უწმინდესმა 9 წლის წინ გამოაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა, როდესაც ის იყო საკმაოდ აქტიური და ქმედით უნარიანი ძალიან ბევრი მიმართულებით, 8 წლის წინ დაასახელა მისი მოსაყდრე.
დასახელების გარემოებები ზუსტად მახსოვს. ეს იყო პერიოდი, როდესაც ეკლესიაში იყო ძალიან დიდი ვნებათაღელვა და იმ პერიოდში საკითხი ეხებოდა, სად ინახებოდა პატრიარქის ანდერძი მოსაყდრის შესახებ და რა ეწერა იქ.
პატრიარქმა როდესაც გადაწყვიტა მეუფე შიოს დასახელება მოსაყდრედ, აქ, ვიწრო წრეში განაცხადა, რომ მან ეს გააკეთა იმისთვის, რომ შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე. რომ დაფარული ანდერძი შესაძლოა, საზოგადოებაში ქმნიდეს გარკვეულ შფოთს. მან თქვა, რომ დაფარულ ანდერძში რაც უნდა ყოფილიყო, ადგა და განუცხადა საზოგადოებას.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოყოლებული 2017 წლის 23 ნოემბრიდან - როდესაც მან თქვა, რომ წმინდა გიორგიმ ინება, დღეს ჩვენ გვყოლოდა მოსაყდრე, თითქმის, 8 წელზე მეტი გავიდა, მე-9 წელი არის და მეუფე შიო ზედმიწევნით ასრულება კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევას და წარმართავდა მის საქმეებს საპატრიარქოში.
საქმე ისააა, რომ ყველა მღვდელმთავარი საქართველოში არის კათოლიკოს-პატრიარქის ხელდასხმული და მის პერიოდში მოღვაწე. მის პერიოდში ჩამოყალიბდა მათი სასულიერო გზა. ამიტომ, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის არის საყურადღებო, რომ ეს რის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. დანარჩენი ყველაფერი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი, ყველა მისი მონაწილე“, - აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
1774632230
ახალი ამბებიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს, დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას
სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს, - განუცხადა ჟურნალისტებს სა...
1774630895
ახალი ამბები„მეტოქე ძალიან ძლიერია“ - ლიეტუვას მწვრთნელი საქართველოს ნაკრებზე
ლიეტუველთა მთავარმა მწვრთნელმა ედგარას იანკაუსკასმა კომენტარი გააკეთა და საქართველოსთან სპარინგისთვის გულშემატკივრებს სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდა. „კვირას ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით და მინდა, რომ...
1774629076
ახალი ამბებინინო ჯელაძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციისა და ქართუ ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საბანკო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო ჯელაძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) და ქართუ ბანკის მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციის ფარგლებში...
1774628765
ახალი ამბებიპროკურატურა: გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩ...
1774627339
ახალი ამბებიკომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს - კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას
კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ისინ...































