ნინო ჯელაძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციისა და ქართუ ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საბანკო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო ჯელაძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) და ქართუ ბანკის მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების მხარდაჭერასა და ინოვაციური გარემოს შექმნაში ეროვნული ბანკის როლზე ისაუბრა.

ნინო ჯელაძის თქმით, ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის ძირითადი მანდატის შენარჩუნებით, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ინოვაციების წახალისებისთვის. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წინდახედული რეგულაციური ჩარჩოები შემოიღო ციფრული ბანკებისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისთვის, რაც ფინტექკომპანიებს ბაზარზე შესვლას საგრძნობლად უმარტივებს.

„საქართველოს ფინანსური ეკოსისტემა სწრაფად ვითარდება. ახალი ტიპის ინსტიტუციები, განსაკუთრებით ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები, ახალ თავს წერენ ქვეყნის ფინანსურ ისტორიაში. დღეს ბაზარზე 33 ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ოპერირებს.

ვხედავთ ახალ ტრენდსაც, საერთაშორისო ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქართველოში შემოდიან და ჰიბრიდულ მოდელებს ქმნიან, რომლებიც ტრადიციულ ფინანსებს ციფრულ აქტივებს უკავშირებენ. კომერციული ბანკების ინტერესიც იზრდება: ზოგიერთი უკვე გთავაზობს ვირტუალური აქტივის მომსახურებას, ზოგი კი ამისთვის ემზადება“, - განაცხადა ნინო ჯელაძემ.

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება სტაბილქოინების გამოშვების ახალ რეგულაციასაც დაეთმო. ნინო ჯელაძის თქმით, აღსანიშნავია, რომ აქამდე სტაბილქოინების გამოშვება საქართველოში არ რეგულირდებოდა, რაც ბაზრის მონაწილეებსა და მომხმარებლებს გაურკვევლობას უქმნიდა. ახალი ჩარჩო კი სიცხადეს, ნდობასა და მომხმარებლისთვის დაცვის მექანიზმებს უზრუნველყოფს.

ნინო ჯელაძემ ხაზი გაუსვა, რომ სებ-ის ახალი რეგულაციის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რისკების მართვის სტანდარტების ამაღლება და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, რაც საქართველოში სტაბილქოინების ეკოსისტემის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.

„აღნიშნული ინიციატივები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ინოვაციებს და ქმნის ხელსაყრელ პირობებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის, ამავდროულად, უზრუნველყოფს ფინანსური სისტემის სტაბილურობასა და მომხმარებელთა დაცვას“, - აღნიშნა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

საერთაშორისო საბანკო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში, ასევე, მონაწილეობდნენ სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხაზარაძე და სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე ერგეშიძე.

ალექსანდრე ხაზარაძემ თავის გამოსვლაში საბანკო სექტორის ზრდის უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძლიერი საბანკო სისტემა ამ ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სიძლიერეა.

ალექსანდრე ერგეშიძემ კი ყურადღება გაამახვილა ოპერაციული რისკების ჩარჩოებსა და გაფართოებული რისკების მართვაზე.

მისი თქმით, არსებული ჩარჩოები სწორი მიმართულებით ვითარდება. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გადადის მდგრადობაზე, როგორც ძირითად პრინციპზე და არა მხოლოდ შესაბამისობაზე.

მისი თქმით, მომავალში წარმატება უფრო მეტად იქნება დამოკიდებული რეალურად მდგრადი ინსტიტუტების შექმნაზე - ისეთების, რომლებიც შეძლებენ წინასწარ განჭვრეტას, შთანთქმას და სწრაფად აღდგენას შეფერხებებისგან სულ უფრო კომპლექსურ ციფრულ ეკოსისტემაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774632439

მსოფლიო

CNN: ირანის კონფლიქტი რუსეთის „ომის მანქანისთვის“ დიდი შეღავათია და საქმე მხოლოდ ნავთობს არ ეხება

„ირანის კონფლიქტი რუსეთის „ომის მანქანისთვის“ დიდი შეღავათია და საქმე მხოლოდ ნავთობს არ ეხება“, - ამ სათაურით წერს სტატიას CNN. როგორც მედია წერს, ირანში ომი „რუსეთის შერყეული ეკონომიკისთვის ნამდვილი...

ვლადიმერ პუტინი

1774632230

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს, დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას

სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს, - განუცხადა ჟურნალისტებს სა...

ანდრია ჯაღმაიძე

1774630895

ახალი ამბები

„მეტოქე ძალიან ძლიერია“ - ლიეტუვას მწვრთნელი საქართველოს ნაკრებზე

ლიეტუველთა მთავარმა მწვრთნელმა ედგარას იანკაუსკასმა კომენტარი გააკეთა და საქართველოსთან სპარინგისთვის გულშემატკივრებს სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდა. „კვირას ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით და მინდა, რომ...

ლიეტუვას მწვრთნელი

1774628765

ახალი ამბები

პროკურატურა: გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩ...

გიგა ავალიანი

1774627339

ახალი ამბები

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს - კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ისინ...

კომპანია CMC-ი