The Times: ნატოსთვის ყველაზე ცუდი სცენარი - ტრამპმა, შესაძლოა, რუსეთთან გარიგება ევროპის ზურგს უკან დადოს

ევროპაში იზრდება შიში, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მიატოვოს ნატოს მოკავშირეები და რუსეთთან გარიგება დადოს, - იუწყება The Times ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ევროპა მზად უნდა იყოს „ყველაზე ცუდი სცენარის“ შემთხვევაში მარტო საბრძოლველად. ევროპული ქვეყნები შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, უარი თქვას ნატოს წევრების დაცვაზე, თუ რუსეთი მათ ტერიტორიაზე თავდასხმას განახორციელებს.

„ევროპის უსაფრთხოების საკითხებიდან ამერიკელების გასვლა აღარ არის ყველაზე ცუდი სცენარი. ყველაზე ცუდი სცენარი ისაა, რომ ამერიკელებმა ზურგი აქციონ ევროპის უსაფრთხოებას და ჩვენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ. ტრამპს შეუძლია სცადოს რუსებთან დიდი გარიგების დადება ჩვენს ზურგს უკან - რაც ხუთი ან ექვსი წლის წინ შეუძლებლად ჩანდა“, - განუცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს.

ბრიტანულმა სამხედრო წყარომ, ასევე, გამოთქვა შეშფოთება იმის შესახებ, რომ თავდასხმის შემთხვევაში აშშ-მ შეიძლება უარი თქვას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაზე.

გამოცემამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეშფოთება გამოითქვა იმავე დღეს, როდესაც აშშ განიხილავდა უკრაინისთვის განკუთვნილი ძირითადი რესურსების ახლო აღმოსავლეთში გადამისამართების შესაძლებლობას.

გარდა ამისა, ტრამპი ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აკრიტიკებს ნატოს მოკავშირეებს და აცხადებს, რომ ისინი არ ეხმარებიან შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ ომში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774633414

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ყველასთვის არის საყურადღებო, რომ ეს არის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება, დანარჩენი ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი

კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის არის საყურადღებო, რომ ეს რის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. დანარჩენი ყველაფერი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყ...

ანდრია ჯაღმაიძე - დეკაზონი

1774632439

მსოფლიო

CNN: ირანის კონფლიქტი რუსეთის „ომის მანქანისთვის“ დიდი შეღავათია და საქმე მხოლოდ ნავთობს არ ეხება

„ირანის კონფლიქტი რუსეთის „ომის მანქანისთვის“ დიდი შეღავათია და საქმე მხოლოდ ნავთობს არ ეხება“, - ამ სათაურით წერს სტატიას CNN. როგორც მედია წერს, ირანში ომი „რუსეთის შერყეული ეკონომიკისთვის ნამდვილი...

ვლადიმერ პუტინი

1774632230

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს, დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას

სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს, - განუცხადა ჟურნალისტებს სა...

ანდრია ჯაღმაიძე

1774630895

ახალი ამბები

„მეტოქე ძალიან ძლიერია“ - ლიეტუვას მწვრთნელი საქართველოს ნაკრებზე

ლიეტუველთა მთავარმა მწვრთნელმა ედგარას იანკაუსკასმა კომენტარი გააკეთა და საქართველოსთან სპარინგისთვის გულშემატკივრებს სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდა. „კვირას ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით და მინდა, რომ...

ლიეტუვას მწვრთნელი

1774629076

ახალი ამბები

ნინო ჯელაძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციისა და ქართუ ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საბანკო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო ჯელაძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) და ქართუ ბანკის მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციის ფარგლებში...

ნინო ჯელაძე