ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ საქართველო გადარჩა! ამ ყველაფრის მოსაპოვებლად ურთულესი ბრძოლაა გავლილი შიდა და გარე მტრებთან, ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ფედერალისტების“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას იმ განცხადებას ეხმიანება, რომელიც „რადიო თავისუფლება“-სთან ინტერვიუში გააკეთა. ბოკერიას თქმით, „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი“.

მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს და ერის გადარჩენა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურებაა.

„ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ საქართველო გადარჩა! გადარჩა ჩვენი ერი და გადარჩა ჩვენი სახელმწიფო. დასრულდა სისტემური წამება-გაუპატიურება, ოჯახების საძინებლებში თვალთვალი, ბიზნესის რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ადამიანების ჩაგვრა განსხვავებული აზრისთვის. დღეს ვამაყობთ იმით, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო. ვიცავთ ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას, ჩვენს იდენტობას, ტრადიციებსა და კულტურას. ამ ურთულეს დროში ვინარჩუნებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ქართველ ხალხთან ერთად ამ ყველაფერში ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ლომის წვლილია. ამ ყველაფრის მოსაპოვებლად ურთულესი ბრძოლაა გავლილი შიდა და გარე მტრებთან, ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, სანამ ქართველი ხალხი ასე გვიდგას გვერდში, ჩვენ არცერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ, ამ მონაპოვრის შენარჩუნებასა და განვითარებას მოვახერხებთ. ამ ყველაფრის გარანტია „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენ იდეალურები ნამდვილად არ ვართ, რაღაცები გამოსასწორებელია, რაღაცები კიდევ უკეთ არის გასაკეთებელი. თუმცა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ეს ნამდვილად ჩვენი გუნდის დამსახურებაა და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა დააფასოს“, - წერს მაჭავარიანი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774778952

ახალი ამბები

ქართველიშვილი ბოკერიაზე: გაუგებარია, როგორ გადაურჩა მანიაკალური რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი პასუხისმგებლობას - მისგან ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება სახელმწიფოებრიობის ეჭვის ქვეშ დაყენებაში, უკვე ცინიზმიც აღარ არის

„გავა დრო და ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, რეზო ლაღიძის საქართველოში დაიბადება გიგა ბოკერია - მენგელეს, გრეზეს და გიოტეს იდეური შთამომავალი. მხოლოდ ერთი სისხლიანი ეპიზოდის გახსენებაც საკმარ...

ექსპერტი

1774778910

ახალი ამბები

ლიზა გეგეჭკორი: ნაძირალა ბოკერია და მისნაირები ვერასოდეს გაიგებენ რა არის სამშობლო, იმიტომ, რომ სულში აქვთ ღალატი, დაბადებით და მოდგმით სულგაყიდულები სხვანაირად რომ აფასებდნენ ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს, ეგ იქნებოდა გასაკვირი

„გიგა ბოკერიასნაირი ნაძირალა რომ ბიძინა ივანიშვილზე საერთოდ ხმას ამოიღებს და რომ ბედავს საერთოდ, თუნდაც მომაკვდავი პარტიით პოლიტიკაში ყოფნას, სირცხვილია ჩვენი საზოგადოების“, - ასე ეხმიანება ჟურნალისტი...

ლიზა გეგეჭკორი

1774778869

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1774776796

ახალი ამბები

გიორგი ზერეკიძე: ბოკერიამ მობოდა, ივანიშვილმა ჩვენი სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენაო, სინამდვილეში, სწორედ ბოკერიამ, სააკაშვილმა და მათმა ჯალათების რეჟიმმა დააყენა საქართველოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ!

„რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2012 წელს ეს მანიაკები გასრისა, დღეს საერთოდ აღარ ვიარსებებდით სწორედ ამათი „გონივრული პოლიტიკის“ შედეგად, რომელიც გულისხმობდა, რომ ქვეყნის შიგნით თვითონ ანადგურებ...

გიორგი ზერეკიძე

1774774971

ახალი ამბები

დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი ახალი პატრიარქის არჩევაზე: მორწმუნე ადამიანისთვის, მთელი ეკლესიისთვის პატრიარქის ეს ქმედება ძალიან მნიშვნელოვანია

„მორწმუნე ადამიანისთვის, მთელი ეკლესიისთვის პატრიარქის ეს ქმედება ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილ...

იაკობ მახნიაშვილი