თამთა მეგრელიშვილი: ბოკერიამ კარგად იცის, რომ ოპოზიციის და მათ შორის, მისი მხრიდან გაკეთებული პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასებები „ქართული ოცნებისთვის“ მხოლოდ, პოლიტიკური მტვერია

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში პარტია „ფედერალისტების“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი“.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასებები, მათ პოლიტიკურ ნარატივს სჭირდება და გასაგებია, მაგრამ გიგა ბოკერია, რომელსაც ოპოზიციურის „ბრბოსაგან“ განსხვავებით, მეტი ანალიზის უნარი აქვს უცნაურია ახლა მათ ძირითად ნარატივზე რატომ გადაჯდა. მისივე შეფასებით, ბოკერიამ კარგად იცის, რომ ოპოზიციის და მათ შორის, მისი მხრიდან გაკეთებული პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასებები „ქართული ოცნებისთვის“ მხოლოდ, პოლიტიკური მტვერია.

„ნაციონალურ მოძრაობის“ დანაშაულებრივი მმართველობის დროს, ქართული პოლიტიკური სივრცე ინსტიტუციურ კრიზისს განიცდიდა რაც ყველაზე კარგად ღირებულებით ასპექტში იკითხებოდა. ამ ძალას არ ჰქონდა მყარი იდეოლოგიური კონცეფციები, მათი პოლიტიკური შემადგენლობა ყოველთვის უცხო ღირებულებით ელემენტზე იყო დამყარებული და არ ასახავდა ქართველი ერის ტრადიციულ და გენეტიკურ ღირებულებით სულისკვეთებას, მათი ინტელექტუალური პოტენციალი არ იყო ქართული ცნობიერების მატარებელი.

მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ერთი ლიდერის პირად ინტერესებზე იყო აგებული და სისტემა ასე იმართებოდა. შესაბამისად, მათ ქართულ პოლიტიკაში ეროვნული ინტერესების კრიზისს დაუდეს საფუძველი და ეს პროცესი, ანუ ეროვნულობისაგან დაცლილი პოლიტიკა, დღეს ოპოზიციური როლიდან გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მოდელით შეფერხდა პოლიტიკური ტრანზიციისა და ეროვნულ სახელმწიფოებრივი თვითდამკვიდრების პროცესი და ის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით განახლდა, ჩვენ დღესაც გავდივართ და ამ დაგვიანებულ ეტაპს.

პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილმა დააბრუნა ქართული იდეის საკითხი. იმ იდეისა, რომელიც ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ სულიერი ღირებულებებს და ეროვნულ-კულტურულ ფასეულობებს ეყრდნობა. „ქართული ოცნება“ რაციონალურად მოაზროვნე გუნდია, რომელიც კონსენსუალურ პოლიტიკურ კულტურაზე დამყარებული მოდელით იმართება. „ქართული ოცნება“ ორიენტირებულია ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებზე და ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და პოლიტიკური ხელწერაა. ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასებები, თუნდაც ზემოაღნიშნული საკითხის მიმართ, მათ პოლიტიკურ ნარატივს სჭირდება და ეს მესმის, მაგრამ გიგა ბოკერია, რომელსაც ოპოზიციური სპექტრის „ბრბოსაგან“ განსხვავებით მეტი ანალიზის უნარი აქვს უცნაურია ახლა მათ ძირითად ნარატივზე რატომ გადაჯდა. გიგა ბოკერიამ კარგად იცის, რომ ოპოზიციის, მათ შორის, მისი მხრიდან გაკეთებული პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასებები, „ქართული ოცნებისთვის“ მხოლოდ, პოლიტიკური მტვერია“, - წერს მეგრელიშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774778910

ახალი ამბები

ლიზა გეგეჭკორი: ნაძირალა ბოკერია და მისნაირები ვერასოდეს გაიგებენ რა არის სამშობლო, იმიტომ, რომ სულში აქვთ ღალატი, დაბადებით და მოდგმით სულგაყიდულები სხვანაირად რომ აფასებდნენ ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს, ეგ იქნებოდა გასაკვირი

„გიგა ბოკერიასნაირი ნაძირალა რომ ბიძინა ივანიშვილზე საერთოდ ხმას ამოიღებს და რომ ბედავს საერთოდ, თუნდაც მომაკვდავი პარტიით პოლიტიკაში ყოფნას, სირცხვილია ჩვენი საზოგადოების“, - ასე ეხმიანება ჟურნალისტი...

ლიზა გეგეჭკორი

1774778869

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1774776796

ახალი ამბები

გიორგი ზერეკიძე: ბოკერიამ მობოდა, ივანიშვილმა ჩვენი სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენაო, სინამდვილეში, სწორედ ბოკერიამ, სააკაშვილმა და მათმა ჯალათების რეჟიმმა დააყენა საქართველოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ!

„რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2012 წელს ეს მანიაკები გასრისა, დღეს საერთოდ აღარ ვიარსებებდით სწორედ ამათი „გონივრული პოლიტიკის“ შედეგად, რომელიც გულისხმობდა, რომ ქვეყნის შიგნით თვითონ ანადგურებ...

გიორგი ზერეკიძე

1774775457

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ საქართველო გადარჩა! ამ ყველაფრის მოსაპოვებლად ურთულესი ბრძოლაა გავლილი შიდა და გარე მტრებთან, ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ფედერალისტების“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას იმ განცხადებას ეხმიანება, რომელიც „რადიო თავისუფლება“-სთან ინტერვიუში გააკეთა. ბოკ...

ლევან მაჭავარიანი

1774774971

ახალი ამბები

დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი ახალი პატრიარქის არჩევაზე: მორწმუნე ადამიანისთვის, მთელი ეკლესიისთვის პატრიარქის ეს ქმედება ძალიან მნიშვნელოვანია

„მორწმუნე ადამიანისთვის, მთელი ეკლესიისთვის პატრიარქის ეს ქმედება ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილ...

იაკობ მახნიაშვილი