დიასპორის კომიტეტმა კასპში გასვლითი სხდომა გამართა
კასპის მუნიციპალიტეტში, პარლამენტის დიასპორის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვარამაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო რა კრიტერიუმებით ენიჭებათ პირებს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის“ სტატუსი. მან, ასევე, ისაუბრა სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე.
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის“ სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებულ ძირითად ტენდენციებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ.
სხდომაზე, ასევე, განიხილეს საქართველოში დიასპორული მეწარმეობის მხარდაჭერის საკითხები. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა ნოდარ კომახიძემ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მერი გულუამ სახელმწიფო პროგრამებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება.
სხდომაზე, ქალაქ ბრემენის ქართული სათვისტომოს დამაარსებელსა და თავმჯდომარეს, „მერებაშვილის მამულის“ დამფუძნებელს, შალვა მერებაშვილს მოუსმინეს.
კომიტეტის სხდომაზე, დისტანციურ ფორმატში, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა დიასპორის წარმომადგენლებმა.
დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ყურადღება გაამახვილა დიასპორული მეწარმეობის მხარდამჭერი მექანიზმების გაძლიერებასა და დიასპორასთან მუდმივი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯები ხელს შეუწყობს დიასპორის ეკონომიკური პოტენციალის უფრო აქტიურად გამოყენებას ქვეყნის განვითარების პროცესში.
დიასპორის კომიტეტის გასვლით სხდომას კასპისა და გორის მუნიციპალიტეტების დელეგატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ესწრებოდნენ.
კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტის წევრებმა კასპის ტექნოპარკი, პროფესიული კოლეჯი და „მერებაშვილის მამული“ დაათვალიერეს.
1776971444
ახალი ამბები„ხელოვნების პიკში“ - LE FIGARO ხვიჩა კვარაცხელიაზე
ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Figaro „ნანტთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა, რომელმაც დუბლი შეასრულა და პსჟ-ს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა (3:0). „კვარაცხელია თავისი ხელოვნების პიკში“, - ა...
1776968029
ახალი ამბებიისრაელის თავდაცვის ძალები: მოკლულია 25-ზე მეტი „ჰეზბოლას“ წევრი და განადგურებულია დაჯგუფების ასობით ობიექტი
გასულ კვირას ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ „ჰეზბოლას“ 25-ზე მეტი წევრი მოკლეს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ჯარებს და გაანადგურეს ტერორისტული დაჯ...
1776965396
ახალი ამბებიბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა
ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შ...
1776964567
ახალი ამბებინიკოლაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ვინ ჩვენ? ვის გულისხმობს ელჩი „ჩვენ“-ში, ვინც უნდა დადგეს ქართველი ხალხის ხსნის სადარაჯოზე? ევროპული ფონდები, რომლებმაც უხვად დააფინანსეს ზიზღის, მოლოტოვის თუ სხვა ძალადობრივი კამპანიები?
თბილისის საკრებულოს წევრი გურამ ნიკოლაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, სტუმართმოყვარე ქა...
1776963966
მსოფლიოტრამპი: ირანთან ომში აშშ-ს ნატო საერთოდ არ სჭირდებოდა, თუმცა ალიანსი იქ უნდა ყოფილყო
ნატოს შესახებ საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომში აშშ-ს ალიანსი „საერთოდ არ სჭირდებოდა“, თუმცა მისივე თქმით, ნატო „იქ უნდა ყოფილიყო“. ჟურნალისტმა შეერთებული შტატები...































