გორდულაძე ევრობიუროკრატების პოლიტიკაზე: თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს

თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ ას ოცი ათასზე მეტი ამომრჩეველი ადამიანები არ არიან, ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხარს უჭერს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევრობიუროკრატების საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე საუბრისას.

მან მაგალითისთვის კაია კალასის განცხადება მოიყვანა.

„ქალბატონმა კაია კალასმა განაცხადა, რომ „ჩვენ ვართ მეგობრები ქართველი ხალხის, ხოლო ხელისუფლებასთან არავითარი კავშირი არ გვაქვს“. ამაზე არადემოკრატიული განცხადება შეუძლებელია, რომ ადამიანმა მოიფიქროს და რატომ? - ჩვენ ვიცით, რომ დასავლური ცივილიზაცია დგას კანონის უზენაესობაზე, დგას დემოკრატიაზე, რომლის პირდაპირი და პირველი საფეხური არის საზოგადოების ანუ ხალხის მიერ გადაწყვეტილების მიღება.

როდესაც ხალხი ირჩევს ხელისუფალს თავის წარმომადგენელს და ვინმე მავანი ცდილობს, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება ფეხქვეშ გათელოს, უგულებელყოს და თქვას, რომ თითქოს ისინი სხვანი არიან, ხოლო არჩეული ხელისუფლება სხვა, შემთხვევით დეჰუმანიზაციის მცდელობასთან ხომ არ გვაქვს საქმე?! თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი ადამიანები არ არიან, ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხარს უჭერს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776974670

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: როდესაც ქართველი ხალხი ვიბრძოდით დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, არასდროს არ გვიბრძოლია იმისთვის, რომ დავალებების გაცემის წყარო - ერთი ქალაქი შეცვლილიყო მეორე ქალაქით

როდესაც ქართველი ხალხი ვიბრძოდით დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, არასდროს არ გვიბრძოლია იმისთვის, რომ დავალებების გაცემის წყარო - ერთი ქალაქი შეცვლილიყო მეორე ქალაქით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live...

არჩილ გორდულაძე

1776971444

ახალი ამბები

„ხელოვნების პიკში“ - LE FIGARO ხვიჩა კვარაცხელიაზე

ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Figaro „ნანტთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა, რომელმაც დუბლი შეასრულა და პსჟ-ს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა (3:0). „კვარაცხელია თავისი ხელოვნების პიკში“, - ა...

ხვიჩა კვარაცხელია

1776968029

ახალი ამბები

ისრაელის თავდაცვის ძალები: მოკლულია 25-ზე მეტი „ჰეზბოლას“ წევრი და განადგურებულია დაჯგუფების ასობით ობიექტი

გასულ კვირას ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ  „ჰეზბოლას“ 25-ზე მეტი წევრი მოკლეს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ჯარებს და გაანადგურეს ტერორისტული დაჯ...

ისრაელის თავდაცვის ძალები

1776966596

ახალი ამბები

დიასპორის კომიტეტმა კასპში გასვლითი სხდომა გამართა

კასპის მუნიციპალიტეტში, პარლამენტის დიასპორის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელე...

დიასპორის კომიტეტ

1776965396

ახალი ამბები

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შ...

ბავშვიანი ოჯახები