ნათია თურნავა: აშშ-ში შეხვედრებზე ყველა აცხადებდა, რომ საქართველოსთან მიმართებით კითხვა არ დგას და ეკონომიკა ძალიან საიმედო მდგომარეობაშია
აშშ-ში შეხვედრებზე ყველა აცხადებდა, რომ საქართველოსთან მიმართებით კითხვა არ დგას, ეკონომიკა ძალიან საიმედო მდგომარეობაშია და ჩვენი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ძალიან ჯანსაღია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულში იგულისხმება მაღალი ეკონომიკური ზრდა და მიზნობრივთან ახლო ინფლაცია, სტაბილური სავალუტო ბაზარი, ძლიერი შემოდინებები ექსპორტის, ტურიზმის, ინვესტიციების და გზავნილების არხით და ასევე, გაუმჯობესებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი.
„ეს არის ის, რაც აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას და მას მიმზიდველს ხდის. ასევე, ფინანსური სტაბილურობა საბანკო სექტორშიც მნიშვნელოვანია. ასევე, სავალუტო ფონდის მხრიდან აღინიშნა ჩვენი მონეტარული პოლიტიკის და ფისკალური პოლიტიკის მაღალი ხარისხი“, - აღნიშნა თურნავამ.
მისივე თქმით, დღეს ქართულ მხარეს ინვესტორებთან ბევრი განმარტება აღარ უწევს და მათი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ მაღალია.
„ჩვენ ამ წლების განმავლობაში ნათელი სურათი შეგვექმნა საქართველოს ეკონომიკის სანდოობის თვალსაზრისით და მართლაც დავაჯერეთ ამაში ინვესტორები. სულ რამდენიმე ხნის წინ ფინანსთა სამინისტრომ ჩვენი ჩართულობით, საერთაშორისო ბაზარზე განათავსა სახაზინო ობლიგაციები – აქ ვლინდება რამდენად ენდობიან ინვესტორები ქვეყანას და მის ეკონომიკურ პოლიტიკას.
შეთავაზება გაკეთებული იყო 500 მლნ დოლარის ოდენობით და ვაჭრობის დროს ინვესტორების მხრიდან მზად ყოფნა გამოთქმული იყო 2.8 მლრდ დოლარის განთავსების მხრივ. სწორედ ეს არის შეფასება“, - დასძინა ნათია თურნავამ.
1776972492
ახალი ამბებიგორდულაძე ევრობიუროკრატების პოლიტიკაზე: თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს
თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ ას ოცი ათასზე მეტი ამომრჩეველი ადამიანები არ არიან, ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხარს უჭერს, - განაცხად...
1776971444
ახალი ამბები„ხელოვნების პიკში“ - LE FIGARO ხვიჩა კვარაცხელიაზე
ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Figaro „ნანტთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა, რომელმაც დუბლი შეასრულა და პსჟ-ს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა (3:0). „კვარაცხელია თავისი ხელოვნების პიკში“, - ა...
1776968029
ახალი ამბებიისრაელის თავდაცვის ძალები: მოკლულია 25-ზე მეტი „ჰეზბოლას“ წევრი და განადგურებულია დაჯგუფების ასობით ობიექტი
გასულ კვირას ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ „ჰეზბოლას“ 25-ზე მეტი წევრი მოკლეს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ჯარებს და გაანადგურეს ტერორისტული დაჯ...
1776966596
ახალი ამბებიდიასპორის კომიტეტმა კასპში გასვლითი სხდომა გამართა
კასპის მუნიციპალიტეტში, პარლამენტის დიასპორის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელე...
1776965396
ახალი ამბებიბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა
ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შ...































