გორდულაძე ოპოზიციაზე: სულ რომ მუხლზე ჩოქვით შემოიარონ სვეტიცხოველი, გელათი და ნიკორწმინდამდეც ავიდნენ, მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას
სულ რომ მუხლზე ჩოქვით შემოიარონ სვეტიცხოველი, გელათი და ნიკორწმინდამდეც ავიდნენ, მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას.
მისი თქმით, მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია საპატრიარქოს და პატრიარქის ლანძღვის შემდეგ ამტკიცონ, რომ მორწმუნეები არიან.
„სულ რომ მუხლზე ჩოქვით შემოიარონ სვეტიცხოველი, გელათი და ნიკორწმინდამდეც რომ ავიდნენ, მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას. ნახეს რა, რომ არ გამოდის რასაც ამდენი წლების განმავლობაში ცდილობენ - არ არის შესაძლებელი, რომ ის პატივისცემა, რაც არსებობს ეკლესიის, პატრიარქის მიმართ, ფეხქვეშ იყოს გათელილი, როდესაც ხედავენ, რომ არც ისტორიის გადახაზვაა შედეგების მომტანი, ახლა ცდილობენ, საკუთარი თავი წარმოაჩინონ იმათ, რაც ბუნებაში არ არიან.
წარმოვიდგინოთ, რომ მეგის ქარდავა გამოვიდეს და ადამიანის უფლებებზე დაიწყოს საუბარი, ეს ხომ შეუძლებელია? იგივე წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გებელსმა ისაუბროს მედიათავისუფლებაზე“, - აღნიშნა გორდულაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ოპოზიციას არ შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ერთმანეთს ლანძღავენ.
„ახლა ცდილობენ ძველი, მოქმედი და ყოფილი „ნაცები“ დაამტკიცონ რომ „ნაცები“ არ არიან. როგორ შეიძლება სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას გაერთიანება არ იყოს „ნაცი?“ ამ პატარა პოლიტიკური ტრიუკებით ცდილობენ, საზოგადოება მოატყუონ, რომ იქნებ როგორმე მეთერთმეტე არჩევნებში მაინც ჰქონდეთ რაღაც წარმატების იოტისოდენა შანსი, მაგრამ მეთერთმეტედაც ისევე სახელოვნად დამარცხდებიან, როგორც ათჯერ უკვე დამარცხდნენ“, - დასძინა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
1776972492
ახალი ამბებიგორდულაძე ევრობიუროკრატების პოლიტიკაზე: თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს
თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ ას ოცი ათასზე მეტი ამომრჩეველი ადამიანები არ არიან, ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხარს უჭერს, - განაცხად...
1776971444
ახალი ამბები„ხელოვნების პიკში“ - LE FIGARO ხვიჩა კვარაცხელიაზე
ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Figaro „ნანტთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა, რომელმაც დუბლი შეასრულა და პსჟ-ს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა (3:0). „კვარაცხელია თავისი ხელოვნების პიკში“, - ა...
1776968029
ახალი ამბებიისრაელის თავდაცვის ძალები: მოკლულია 25-ზე მეტი „ჰეზბოლას“ წევრი და განადგურებულია დაჯგუფების ასობით ობიექტი
გასულ კვირას ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ „ჰეზბოლას“ 25-ზე მეტი წევრი მოკლეს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ჯარებს და გაანადგურეს ტერორისტული დაჯ...
1776966596
ახალი ამბებიდიასპორის კომიტეტმა კასპში გასვლითი სხდომა გამართა
კასპის მუნიციპალიტეტში, პარლამენტის დიასპორის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელე...
1776965396
ახალი ამბებიბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა
ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შ...































