ეკა სეფაშვილი: აშშ-ის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი უკვე ვიხილეთ, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული პოზიცია, თუ რატომ თქვა უარი აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე, სავსებით სამართლიანია და უმრავლესობისთვის აბსოლუტურად გასაგები - მას არ სურს, რომ ამ შეხვედრის შედეგად რაიმე სპეკულაციური განცხადებები გავრცელდეს და სწორედ ამიტომ იკავებს თავს, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ აშშ-ის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი უკვე იხილა, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„რაც შეეხება, ზოგადად, აშშ-ის მხრიდან საპასუხო ნაბიჯებს, ეს უკვე ვიხილეთ, როცა 27 მაისს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის და კეთილი სურვილები გამოთქვა ქართველი ხალხისა და ამ ქვეყნის განვითარებისადმი.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით კი, ვფიქრობ, რომ ეს ელვისებური სისწრაფით არ მოხდება, თუმცა, აშკარად დადებითი ტენდენციები შეინიშნება ამ მხრივ და ის მომავალში აუცილებლად პოზიტიურად განვითარდება. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ღირებულებითი ერთობა, რაც ჩვენსა და პრეზიდენტ ტრამპის ახალ ადმინისტრაციას შორის არსებობს. ამ ღირებულებით ერთობაზე ხაზგასმა, სხვათა შორის, დონალდ ტრამპის მილოცვის წერილშიც იყო, სადაც იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სწორედ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მომხრეა“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748618781

ახალი ამბები

ავარია თერჯოლაში - გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 2 ადამიანი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე სამ...

დაკავება, პოლიცია

1748616846

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: მტერს არ ვუსურვებ, ისეთ დღეშია ოპოზიცია, მაგრამ დაიმსახურეს, რადგან მთელი თავისი პოლიტიკური „მოღვაწეობის“ განმავლობაში უნდოდათ ჩვენი ქვეყანა გაენადგურებინათ

„მტერს არ ვუსურვებ, ისეთ დღეშია რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ დაიმსახურეს, რადგან მთელი თავისი პოლიტიკური „მოღვაწეობის“ განმავლობაში ერთადერთი რაც უნდოდათ, იყო ის, რომ ჩვენი ქვეყანა გაენადგურებინათ. ამი...

 რატი იონათამიშვილი

1748615183

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: გლობალური უსაფრთხოების ახალ წესრიგში საქართველოც მოყვა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ნამდვილად გლობალური მოთამაშეა

პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ ცვლილებებს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი გლობალური ახალი წ...

ეკა სეფაშვილი

1748613285

საზოგადოება

დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო მაგდა მამუკაშვილს 4-ათასლარიანი ჯარიმა შეეფარდათ

ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს, რომლებსაც შსს დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო მაგდა მამუკაშვილს 4-ათასლარიანი ჯარიმა. 17 მა...

 თათია აფრიამაშვილ

1748612789

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმაზე: პირდაპირ შეგვიძლია ამ ადამიანს დავარქვათ ის სახელი, რაც ჰქვია, ეს არის ამორალური კრიმინალი

„ქმედება, რაც სასამართლო დარბაზში ჩაიდინა, კრიტიკას ვერ უძლებს. პირდაპირ შეგვიძლია ამ ადამიანს დავარქვათ ის სახელი, რაც ჰქვია, ეს არის ამორალური კრიმინალი“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების...

დავით მათიკაშვილი