სპორტის მინისტრი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მწვრთნელებსა და სპორტსმენებს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
შალვა გოგოლაძე პირველ მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად ბათუმში, ხელვაჩაურში, ჩაქვში, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მწვრთნელებს, სპორტსმენებსა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებისგან და მწვრთნელებისგან მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ. შეხვედრებზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზებზე, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნასა და მუნიციპალიტეტების სპორტულ დაწესებულებებში ინვენტარისა და ეკიპირების საჭიროებებზე.
მინისტრმა სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის პროექტი გააცნო, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებში თანამედროვე მულტიფუნქციური კომპლექსები ასაშენებლად 2 მილიარდი ლარის დახარჯვას ითვალისწინებს.
მინისტრის განცხადებით აჭარაში ადგილობრივი სპორტული ორგანიზაციები უახლოეს პერიოდში ყველა საჭირო ინვენტარსა და ეკიპირებას მიიღებენ. აღინიშნა, რომ რეგიონებში სამუშაო ვიზიტები კვლავაც ინტენსიურად გაგრძელდება.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
1748714976
საქართველოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები. სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებზე დ...
1748710793
ახალი ამბებიგენო პეტრიაშვილი: გვიხარია, რომ გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი იმყოფება - დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის შეძახილი ჩვენს მაგარ ქართველ კაცს გააძლიერებს
გვიხარია, რომ გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი იმყოფება, - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა „ქრონიკასთან“ მიუნხენში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. „დარწმუნებული ვ...
1748708135
საზოგადოებაპირველ ივნისთან დაკავშირებით, დედაქალაქში საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო გასართობი აქტივ...
1748704744
ახალი ამბებისპორტის მინისტრი ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო 30-31 მაისს ბოდიბილდინგში ფიტნესისა და „ფიტნეს ჩელენჯის“ საერთაშორისო თასს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ბ...
1748702647
ახალი ამბებიმაია ნიკოლეიშვილი: ბულინგი ბავშვის თანდასწრებით მწარედ მახსოვს. ბულინგი კი არა, სააკაშვილის სპეცრაზმელების შემოვარდნა დილის 5 საათზე, როდესაც ყველას ეძინა და როდესაც ავტომატი იყო მოშვერილი ჩემსა და ჩემი 11 წლის ბავშვის მიმართ
ბულინგი ბავშვის თანდასწრებით ძალიან მწარედ მახსოვს, მე პირადად მაქვს გამოცდილი ეს. ისეთი ტრავმაა, ადამიანს ყოველთვის თან დაჰყვება - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა დეპ...