შალვა პაპუაშვილი: სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია

„მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი გამოვსულიყავი და სიტყვა წარმომეთქვა დღევანდელ კონფერენციაზე და საქართველოს პარლამენტის სახელით წარმომეჩინა ის განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობა, რაც გაგვაჩნია ეკლესიის, სულიერების და სამღვდელო დასის მიმართ. სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კონფერენციაზე, რომელიც ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცოცხალი სარწმუნოების აღორძინების საქმეში, რადგანაც საღვთისმეტყველო დიალოგი, მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცება და თანამედროვე ენაზე დოგმატური საკითხების აუდიტორიამდე მიტანა ჩვენი ეკლესიის მისიონერული დანიშნულებისა და ცოცხალი სულიერი პროცესის დასტურია.
„მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აქ, თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, მის ერთ-ერთ უძველეს და ისტორიულ შენობაში იმართება კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700-წლოვან იუბილეს. კრების, რომელიც 325 წელს ქალაქ ნიკეაში შეიკრიბა, რათა დაემკვიდრებინა ჭეშმარიტება, დაეცვა სარწმუნოება და განემტკიცებინა ეკლესიის ერთობა. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც მაშინვე შეისისხლხორცა საქართველომ და მისთვის არასოდეს გადაუხვევია. სწორედ ეს ერთგულება, ეს სიმტკიცე და ეს რწმენა გამოარჩევს ქართველ ადამიანს.
ეკლესიის მიმართ ერის და ბერის დამოკიდებულება საუკეთესოდაა ჩამოყალიბებული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ანდერძში. გადის ასწლეულები, ათასწლეულები და მიუხედავად ჟამთა სიავისა თუ სხვადასხვა ეპოქალური განსაცდელისა, ჩვენი წინაპრების რჯულსა და ანდერძს ჩვენ არ ვუხვევთ.
როგორც გადმოცემით ვიცით, მეოთხე საუკუნის საქართველოდან ორი ეპისკოპოსი ესწრებოდა ნიკეის წმინდა კრებას. ეს კრება უმნიშვნელოვანესი იყო არამარტო ქრისტეს ეკლესიის, არამედ მთლიანად მსოფლიო ისტორიის შემდგომი განვითარებისთვის, იმპერიისა და ეკლესიის ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის, ეპისკოპოსთა პრიმატისა და იერარქიულობის დადგენისათვის, ცრუ სწავლებათა დაგმობისა და რწმენის სიმბოლოს აღიარებისათვის, სამყაროს უმთავრესი მოვლენის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნის დღის განსაზღვრისათვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია ყოველწლიურად იხსენიებს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 318-ვე წმინდა მამას, მათ მიერ გამოცემულ ოცივე კანონს კი სათანადოდ აღასრულებს.
„ჩვენი ეკლესია ჩვენი სახელმწიფოს უძველესი ინსტიტუციაა, რომელიც განუყოფლადაა გადახლართული ჩვენი ერის სვე-ბედში. ქართველი ერი, მისი სამშობლო, საქართველო, და მისი სამოციქულო და ავტოკეფალიური ეკლესია, ერთმანეთთან თანაშეზრდილი და ერთმანეთისგან განუყოფელია. ვერც ერთმა მტერმა ვერ შეძლო მათი განცალკევება და ერთმანეთისგან გაგლეჯა. სწორედ ამ ერთობაშია ჩვენი ჭეშმარიტი ძალა.
ჩემი სიტყვა მინდა დავასრულო წმინდა ირინეოს ლიონელის ციტატით ერეტიკოსთა წინააღმდეგ სიტყვიდან: „სადაც არის ეკლესია, იქ არის სულიწმიდა, ხოლო სადაც არის სულიწმიდა, იქ არის მთელი ჭეშმარიტება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მეცნიერები.
1748714976
საქართველოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები. სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებზე დ...
1748710793
ახალი ამბებიგენო პეტრიაშვილი: გვიხარია, რომ გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი იმყოფება - დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის შეძახილი ჩვენს მაგარ ქართველ კაცს გააძლიერებს
გვიხარია, რომ გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი იმყოფება, - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა „ქრონიკასთან“ მიუნხენში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. „დარწმუნებული ვ...
1748708135
საზოგადოებაპირველ ივნისთან დაკავშირებით, დედაქალაქში საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო გასართობი აქტივ...
1748704744
ახალი ამბებისპორტის მინისტრი ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო 30-31 მაისს ბოდიბილდინგში ფიტნესისა და „ფიტნეს ჩელენჯის“ საერთაშორისო თასს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ბ...
1748702647
ახალი ამბებიმაია ნიკოლეიშვილი: ბულინგი ბავშვის თანდასწრებით მწარედ მახსოვს. ბულინგი კი არა, სააკაშვილის სპეცრაზმელების შემოვარდნა დილის 5 საათზე, როდესაც ყველას ეძინა და როდესაც ავტომატი იყო მოშვერილი ჩემსა და ჩემი 11 წლის ბავშვის მიმართ
ბულინგი ბავშვის თანდასწრებით ძალიან მწარედ მახსოვს, მე პირადად მაქვს გამოცდილი ეს. ისეთი ტრავმაა, ადამიანს ყოველთვის თან დაჰყვება - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა დეპ...