ეკა სეფაშვილი: მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის საუბარი, ვფიქრობ, არის პოზიტიური სიგნალი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიძრას გაყინული წერტილიდან

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ თავად ის ფაქტი, რომ ეს საუბარი შედგა, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გაყინული წერტილიდან დაიძვრება. „მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის საუბარი, ვფიქრობ, არის პოზიტიური სიგნალი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიძრას იმ გაყინული წერტილიდან, რომელიც ახლა არის.

როგორც ვიცით, ამ საუბრის შინაარსის შესახებ, საუბარი ეხებოდა საქართველოს სტრატეგიულ როლს კავკასიის რეგიონში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ საქართველო რეალურად არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშე რეგიონში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ხელშესახები შედეგი აქვს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და ასევე გლობალური ეკონომიკური პროექტების განვითარების საქმეში“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774962462

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7015 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6998 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი

1774961170

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერმა ისრაელის მიერ პალესტინელებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღება დაგმო

ესპანეთის, პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი მთავრობა გმობს ისრაელის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის,...

ესპანეთი

1774960608

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა. სხდომაზე იხილებოდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“...

ხუნდაძე

1774957614

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ელისაშვილი ტერორიზმისკენ მიდრეკილი, ძალიან საშიში ადამიანია, რომელიც „ლელოს“ ჰყავს შეკედლებული

ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე ბრალდებული ალეკო ელისაშვილი წინასასამართლო სხდომის მოლოდინშია. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ელისა...

ლევან მაჭავარიანი

1774957561

ახალი ამბები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. აჭ...

პროკურატურა